ჩინურმა ინფორმაციული ტექნოლოგიების ინდუსტრიის განვითარების ცენტრმა (CIID) კიდევ ერთი, ახლა უკვე მეშვიდე, რეიტინგი გამოაქვეყნა.
როგორც წინად, 33 ტოკენი სამი ძირითადი მახასიათებლით ფასდება:
-ტექნოლოგიური კომპონენტი
-პრაქტიკული მნიშვნელობა
-ინოვაცია
არ არის გასაკვირი, რომ Bitcoin-მა ინოვაციური პოტენციალის უმაღლესი ქულა მიიღო. ჩინელი ექსპერტების აზრით, EOS-ს ყველაზე მაღალი ტექნოლოგიური შესაძლებობა გააჩნია, ხოლო პრაქტიკული ღირებულებით Ethereum-ი ლიდერობს.
მაისის პირველ გამოშვებაში Ethereum-მა პირველი ადგილი დაიკავა, თუმცა, ივნისის რეიტინგებიდან დაწყებული, EOS-ი პირველ პოზიციას არ თმობს, მას კი შეუცვლელად Ethereum-ი მოჰყვება. კრიპტოპროექტების ხუთეულში ასევე Bitshares-ი, Steem-ი და Nebulas-ი შევიდნენ.
Bitcoin-ი თავის პოზიციებს რეიტინგიდან რეიტინგამდე ცვლის, ამ თვეში მე-19 ადგილიდან 13-ზე გადაინაცვლა. BCH-ს ჰარდფორკმა შეუმჩნევლად არ ჩაიარა და ერთი პოზიციით ჩამოიწია 29-ე ადგილზე. Decred-მა სია დახურა, სადაც მან NEM-ს ადგილები გაუცვალა.
ასევე წაიკითხეთ
Bitcoin Cash, EOS, Stellar Lumen-ისა და Litecoin ანალიზი 19.10.2018-სთვის
იმპულსური მოძრაობის არქონა არ ნიშნავს, რომ სამომავლოდ ფასის კლების პროგნოზის გაკეთება შეგვიძლია
Bitcoin Cash Association-ი ლათინურ ამერიკაში BCH-ის სარგებლიანობას პრომოუთერობს
Bitcoin Cash Association-ი ლათინური ამერიკის ტრეიდერებს შორის BCH-ს აპრომოუტებს BCA და Spendbch-მა ვებ-პორტალ Bitcoincashers.org -ზე BCH-ის უფასოდ დარიგების საბონუსო პროგრამის შესახებ ინფრომაცია გაავრცელა. ინფორმაციის თანახმად, BCH-ს ისინი მიიღებენ, ვინც ლათინურ ამერიკის ადგილობრივ საწარმოებში კრიპტოვალუტის მიღებას შეუწყობს ხელს.