ტაივანელი მაინერი გვარად იანგი დააპატიმრეს და მთავრობამ ბრალად, კრიპტოვალუტაში 100 მილიონი იუანის ($14 500 00) არაკანონიერ მოპოვების გამო წაუყენა. იანგმა $3.2 მილიონის მოპარული ელექტროენერგია მაინიგისთვის გამოიყენა.
EBC News-ის ინფორმაციის თანახმად, იანგი მაღაზიებად შენიღბულ 17 მაინინგურ ცენტრს ტაოიუანის, სინბეისა და სინჩჟუს მუნიციპალიტეტებში მართავდა. იანგმა მაღაზიები იქირავა და მათ თოჯინების გასაყიდათა და ინტერნეტ-კაფეებად იყენებდა, ამავდროულად მაღაზიის სარდაფში კრიპტოვალუტას გამოიმუშავებდა.
ბრალდებულმა, სავარაუდოდ ელექტრიკოსები დაიქირავა, იმისთვის რომ ელექტროენერგიის მიწოდების მანიპულირება მოეხდინა სხვადასხვა მაღაზიაში, რისი წყალობითაც მას კრიპტოვალუტის მოპოვება უფასოდ შეეძლო.
მისი საქმიანობის გამოააშკარავება მას შემდეგ მოხდა, რაც ტაივანურმა სახელმწიფო ენერგეტიკულმა კომპანია Taiwan Power-მა, იანგის მაღაზიის გაუმართავი ელექტრობის გამოკვლევის შემოწმების სამუშაოები ჩაატარა.
ტაივანურ საგამოძიებო ბიუროს უფროსის მოადგილემ ვან ჩჟიჩენმა აღნიშნა:
დამნაშავემ ელექტრიკოსები დაიქირავა, რომლებსაც მოახერხეს დაბეჭდილი მრიცხველების გატეხვა. ამის შემდეგ მან კერძო ხაზები უფასო ენერგიის მოხმარებისთვის დაიმატა.
მასალების მიხედვით blokt.com
ასევე წაიკითხეთ
AMD-ს აქციები მკვეთრად ეცემა
AMD ნახევარგამტარების ამერიკულმა მწარმოებელმა მესამე კვარტლის ფინანსური ანგარიში გამოუშვა. კომპანია კრიპროვალუტების მაინერებისადმი მოთხოვნის შემცირებით და ბაზრების ღირებულების ვარდნით იმედგაცრუებულია.
შეიძლება თუ არა მაინინგი მოხალისებრივ საქმიანობად ჩაითვალოს?
ცოტა ხნის წინ დელევერის შტატში, კომპანია OsiaNetwork-ი ფედერალურ საარჩევნო კომისიაში (FEС) კითხვით წარსდგა, არის თუ არა კანონიერი კრიპტოვალუტური მაინინგის პულები, რომლებიც სახსრებს პოლიტიკური კამპანიების მხარდასაჭერად გამოიმუშავებენ.