ტრადიციულად, უქმეებზე ვაჭრობის დაბალი მოცულობის გათვალისწინებით, კვირის დასასრულს, კრიპტოვალუტური წყვილები კონსოლიდაციის ძირითად დონეებთან, გვერდულ დიაპაზონში გაატარებენ.
BTC/USD
BTC-ის ფასმა საშუალო სრიალა EMA55-ის წინააღმდეგობის გადალახვა ვერ შეძლო. ვაჭრობის მოცულობა ჩვეულებრივ დაბალი იყო, და ფასი გვერდულა დიაპაზონში საშუალო ფასების დონეზე მოძრაობდა. უქმეებზე ნაკლებად სავარაუდოა მოცულობის ზრდა, ამიტომ ვვარაუდობთ, რომ გვერდული ტრენდი მთელი უიქენდი შენარჩუნდება. სტოჰასტიკმა კლების სიგნალი ჩამოაყალიბა, მაგრამ ზედა მწვანე საზღვარი ჯერ Bitcoin-ს ინტენსიური დაკლებისგან შეაკავებს
ETH/USD
Ethereum-ის ფასი გუშინ ორასდოლარიანი დონის ზემოდ ცდილობდა გამყარებას. მაგრამ, ვაჭრობის მოცულობა საშუალოზე დაბლა იყო და ETH-ს ფასს არ მიეცა საშუალება საშუალო სრიალა EMA55-ის წინააღმდეგობა გადაელახა. ვვარაუდობთ, რომ წყვილი დღესაც წვრილ დიაპაზონში, 200.00USD დონის მიდამოში გაატარებს. საჭიროა სტოჰასტიკის მოძრაობას თვალყური ვადევნოთ, ვინდაიდან დაკლების სიგნალი მასზე ჯერ არ ჩამოყალიბებულა, იმ დროს, როდესაც ოთხსათიან თაიმ-ფრეიმზე, გადამყიდველობის სივრცეში, მატყუარა სასიგნალო ხაზების გადახლართვა საშუალებას არ გვაძლევს ზუსტად დავადგინოთ ფასის მიმართულება.
XRP/USD
Ripple გუშინ ფიბონაჩის ნულოვან დონეზე 0.450USD-ზე გამყარდა, მაგაგრამ კონსოლიდაციის დიაპაზონის სათანადოდ გაფართოება ჯერ ვერ შეძლო. ვაჭრობის მოცულობა საშუალო იყო და ამ მოცულობებითაც კი, ფასმა 0.480USD სივრცეს ვერ მიაღწია. მაქსიმუმი 0.462USD-ის წერტილში დამყარდა. დღეს Ripple-ს გვერდული ტენდენცია შენარჩუნდება. გვერდულის საზღვრებში, ფასი შეიძლება 0% ფიბოს (0.450USD) ოდნავ დაბლა ჩამოიწიოს.
*ყველა ფასის მოცემულობა BitStamp ბირჟის მონაცემებით არის გამოყენებული
ასევე წაიკითხეთ
Stellar Lumen, Bitcoin Cash, EOS და Litecoin ანალიზი 06.12.2018-სთვის
დღეს დილით, დათვურმა იმპულსმა ფასები ახალ მინიმუმამდე ჩაზნიქა. ფასის აღდგენა შეიძლება დიდხანს არ გაგრძელდეს და მალევე დაკლება განახლდეს.
Stellar Lumen, EOS, Litecoin და Bitcoin Cash ანალიზი 17.12.2018-სთვის
უქმეებზე ალტკოინები, უმეტეს წილად, გვერდულ დიაპაზონში ინარჩუნებდნენ პოზიციას. თუმცა, ამ ეტაპზე, ხანმოკლე აღდგენის შემდეგ, დაუნ-ტრენდში მოძრაობა შეიძლება განახლდეს.