კრიზისი გრძელდება, ADA/USD და IOT/USD ფასები კონსოლიდაცია შეუძლიათ, მას შემდეგ გადაბმულად ორი დღე ფასს კარგავდნენ.
ADA/USD
მიუხედავად იმისა რომ ADA-ს ფასი წინა კვირის განმავლობაში 38%-ით დაეცა, ეს დანაკარგი მალევე ანაზღაურდება, თუ Coinbase ტოკენის მხარდაჭერას გამოაცხადებს. გუშინდელი დათვური სანთელი 6 ცენტის მხარდაჭერის ქვემოთ ჩამოვიდა, რაც ნიშნავს, რომ გამყიდველები მთლიანად დომინერებენ.
ამის გამო ჩვენი წინამორბედი ვაჭრობის გეგმა ADA/USD-სთან დაკავშირებით ძალაში შედის. ტრეიდერებმა 19 ნოემბრის 6 ცენტიან მაქსიმუმზე სტოპებით უნდა გაყიდონ აღდგენის მომენტში . თუმცა, თუ ხარები იმპულს მოიკრეფენ, ამოყიდვა ცოტა უნდა შენელდეს და შესაძლებელია ფასმა 6 ცენტის ნიშნული გადალახოს.
IOT/USD
ბოლო დღის მანძილზე 15%-ით ღირებულების შემცირების შემდეგ, IOT-ის კვირის საერთო დანაკარგები 39%-ს შეადგენს. მოცემულ მომენტში IOT/USD-ს წყვილი 20 ცენტზე ვაჭრობს, ჩვენი ძირითადი ტრიგერის - 50 ცენტის, ქვემოთ. ეს ნიშნავს, რომ პირველადი დათვური მიზნები მიღწეულია, და ფასის ვარდნა გაგრძელდება.
იმ შემთხვევაში, თუ დათვები ფასს 30 ცენტის ქვემოთ დაწევენ , მაშინ ტრეიდერებმა მიზნად 20 ცენტი და 10 ცენტი უნდა დაისახონ. მეორე მხრივ, ნებისმიერი ფასის შემობრუნება 40 ცენტისა და ძირითადი მხარდაჭერის თავზე, შეიძლება ბაზრის აღდგენის ნიშანი გახდეს
მასალების მიხედვით newsbtc.com
ასევე წაიკითხეთ
კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, XRP/USD და ETH/USD ანალიზი 25.12.2018-სთვის
ბაზრის გუშინდელი მკვეთრი ვოლანტილობის ზრდა შეიძლება ვიწრო დიაპაზონში კონსოლიდაციით შეიცვალოს.
კომპანია Fundstrat-ის ექსპერტებმა იციან, როდის დადგება გაყიდვის დრო
ორშაბათს ბიტკოინმა არც თუ ცუდი აღდგენის დემონსტრირება მოახდინა და სტატიის დაწერის მომენტში 3591 აშშ დოლარად ივაჭრებოდა. მონეტის ფასი ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის მსოფლიო ბაზრის აღდგენის ფონზე, რომელიც უმეტესად ტექნიკური და სპეკულატიური ფაქტორებით იყო გამოწვეული, დაახლოებით 8%-ით გაიზარდა.