წლიური მინიმუმების განახლების შემდეგ, აღდგენის ფაზა ჯერ არ დასრულებულა. დღეს მიზნობრივ დონესთან ზრდას ველოდებით.
BTC/USDგუშინ ვაჭრობა მდორედ, დაბალი მოცულობით მიმდინარეობდა. BTC-ის ფასის საშუალო დონის ზემოთ ამოფქრვევის ნახვა მხოლოდ ერთხელ შეიძლებოდა, როდესაც ის ფიბონაჩის ნულოვანი დონის გადალახვას ცდილობდა.
გადავხედოთ საათიან თაიმ-ფრეიმს. აქ ნათლად ჩანს, რომ ამჟამად წყვილი კიდევ ერთი ნარინჯისფერი სამკუთხედის საზღვრებში კონსოლიდირდება. თუ ვივარაუდებთ, რომ შემდგომი დინამიკა ტალღოვანი სტრუქტურის შესაბამისად გაგრძელდება, როგორც სქემატურადაა გრაფიკზე გამოსახული, მაშინ კი მალევე გავხდებით სამკუთხედის ზედა საზღვრის გარღვევის მომსწრენი და სავსებით შესაძლებელია, 3750.00 USD მაქსიმუმის დამყარება. ეს წინააღმდეგობის დონე შემზღუდველი იქნება, 3210.00 USD წერტილში მინიმუმის დამყარების შემდგომი კორექციისთვის.
XRP/USD
Ripple კვლავინდებურად $0.290 - $0.310 გვერდული დიაპაზონის ყვითელ მართკუთხედში ინარჩუნებს პოზიციას. გუშინდელი დაკლება მისი ქვედა საზღვრით იზღუდებოდა. დღეს ვაჭრობის საშუალო მოცულობა XRP-ს ფასს ამ გვერდულში შეაკავებს. წყვილი ზედა საზღვრის რე-ტესტის შემდეგ დაუბრუნდება 0.300 USD საშუალო ხაზს.
ETH/USD
Ethereum-ის გუშინდელი შემციერება 87.32 USD მინიმუმით შეიზღუდა. დღეს ETH-ს ფასი კიდევ ერთხელ შეეცდება ფიბონაჩის ნულოვანი დონის გარღვევას, 107.00 USD-ს წინააღმდეგობის რე-ტესტის მიზნით. 0% ფიბონაჩის წინააღმდეგობის (98.11 USD) გადალახვა Ethereum-ისთვის არ იქნება ადვილი. გარღვევის მცდელობას უკვე მეორედ ახლავს ვაჭრობის ზრდა საშუალო მოცულობაზე ზემოთ. მაგრამ ამ დონის ზემოთ გამყარება ჯერ ვერ მოხერხდა. ვნახოთ რა მოხდება ამჯერად.
*ყველა ფასის მოცემულობა გამოყენებულია ბირჟა BitStamp-ის მონაცემებით
ასევე წაიკითხეთ
ADA-ს და IOT-ის ანალიზი
ალტკოინების ბაზრის აღდგენის მიუხედავად, ბევრი მათგანის ფასმა ჯერ ვერ შეძლო წინააღმდეგობის დონის გარღვევა - IOTA სწორედ ერთ-ერთი მათგანია. ჩვენი წინა გეგმის თანახმად, Cardano (ADA/USD) ბაზარზე ჩვენ ოპერაციული პოზიციები უნდა დავიკავოთ, ვინაიდან მას ხარების მხარდაჭერა ექნებათ - ვაჭრობის მაღალი მოცულობა - იმ შემთხვევაში თუ ჩვენს მიერ დასახული პირობები შესრულდება.
კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, XRP/USD და ETH/USD ანალიზი 22.11.2018-სთვის
როგორც ჩანს დათვებმა გუშინ შეისვენეს. ბაზრის კრიზისი შევიწროებად კონსოლიდაციაში შეჩერდა.