აშშ-ში ჩვეულებრივი ბანკომატებიდან ბიტკოინების შეძენა უკვე შესაძლებელი გახდა. ახალი სერვისი Genmega-ს და LibertyX-ის პარტნიორობით გახდა ხელმისაწვდომი. შედეგად, Genmega-ს ტიპის ბანკომატებში ნებისმიერ მსურველს სადებეტო პლასტიკური ბარათის გამოყენებით ბიტკოინების შეძენა შეეძლება.
15 ოქტომბერს Finextra-ს მიერ გამოქვეყნებული პრეს-რელიზის მიხედვით, აშშ-ს ტერიტორიის მასშტაბით Genmega 100 ათასზე მეტ ბანკომატს ფლობს. ამიერიდან პოპულარულ ბანკომატებს ახალი ფუნქცია დაემატება, რომელიც მათ BTC ტიპის ბანკომატებად აქცევს. ეს გადაწყვეტილება აშშ-ს მოქალაქეების დიდ ნაწილს ბიტკოინების მომენტალური შეძენის საშუალებას აძლევს.
აღნიშნული შესაძლებლობა სტანდარტული ბანკომატის პროგრამული უზრუნველყოფაში განხორციელებული განახლებით გახდა ხელმისაწვდომი. შედეგად სერვისი მომხმარებელს - როგორც კრიპტოენთუზიასტებს ასევე ახალბედებს სადებეტო პლასტიკური ბარათების გამოყენებით BTC-ის შეძენა შეეძლება. ამავდროულად, კრიპტო-აქტივები უშუალოდ მომხმარებლის საფულეში გადაირიცხება. ამიერიდან Genmega-ს ყველა ბანკომატი ბიტკოინის კრიპტომატად გადაიქცა. აშშ-სთვის ეს პირველი პრეცენდენტია. Coinatmradar-ის მონაცამებით, მანამდე ქვეყენაში არსებული კრიპტომატთა რიცხვი 2 300 ერთეულს არ აღემატებოდა.
ჩვეულებრივი ბანკომატების კრიტომატებად გადაქცევის მეთოდის მოძიებისთვის სპეციალისტებს თითქმის ხუთი წელი დასჭირდათ. თუმცა ეს ამათ ღირდა. დღეიდან კრიპტოვალუტის შეძენა გაცილებით მარტივი და სწრაფი, და რაც მთავარია ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი გახდა. LibertyX-ის ინტერფეისის წყალობით, ამიერიდან ВТС-ის შეძენა შეეძლება ყველას ვინც პლასტიკური ბარათის მფლობელია და ბანკომატით სარგებლობის წესებსაა გაცნობილი.
აშშ-ში კრიპტოვალუტის გავრცელებისთვის ეს წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია. BTC-ის შეძენის გამარტივებასთან ერთად, ის მეტად ხელმისაწვდომი გახდა. ყოველივე ამის გათვალისწინებით, კრიპტოვალუტა გააგრძელებს ბრძოლას ლეგიტიმურობისთვის არა მხოლოდ როგორც მომხიბლავი საინვესტიციო ობიექტი, არამედ როგორც ვალუტის ცალკეული ფორმა.
ასევე წაიკითხეთ
ველოსიპედების გაქირავება კრიპტოვალუტური მიკროგადახდების სისტემით LN
ხელის მარტივი მოძრაობა ჩვეულებრივ 28-დუიმიან სიჩქარეებიანი ველოსიპედს, YOSE Power-ის (Ebay) კონვერსიულ ელექტრონულ ველოსიპედად აქცევს, რომლის გამოყენებაც Lightning Network-ის ქსელში ტრანზაქციების შესრულების შემდეგ შეიძლება.
ბიტკოინის კრახი გრძელდება
ბიტკოინ-ხარებისთვის ეს რთული კვირა, რთული თვე და მთლიანობაში რთული წელიწადი იყო. მიმდინარე კვირის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასი 6,4 %-ით შემცირდა. ანუ 18,7 %-ით უკანასკნელი თვის და 76,2 %-ით მიმდინარე წლის განმავლობაში. შემცირების ზღვრულმა მინიმუმმა 83,5 %-ი შეადგენდა. ისააკ ნიუტონს აქვს ნათქვამი „ყველაფერი რაც მიდის მაღლა, ადრე თუ გვიან დაბლა დაბრუნდება“ - კრიპტოვალუტა ამ თეორიას ზუსტად იმეორებს.