იქნება თუ არა ალტკოინების ბაზარზე დამაგვირგვინებელი აკორდი ? შეძლებს თუ არა დღეს ფასი აღდგენის მიზნების მიღწევას?
XLM/USD
გუშინ ვარდისფერი დიაპაზონის ზედა საზღვარი მხარდაჭერის სახით გამოდგა და ლოკალური მაქსიმუმიდან უკუსვლა დაუნ-ტრენდის დერეფნის საზღვრებს გასწვრივ მიმდინარეობდა. დღეს წყვილი საშუალო მცოცავი EMA55-ის წინააღმდეგობის გადალახვას შეეცდება და კორექციის მიზნობრივ დონეს 0.140 USD შეამოწმებს
BCH/USD
Bitcoin Cash ABC-ს ვაჭრობის მოცულობა ძალიან დაბალი იყო. BCH-ს ფასი მდორედ მიუახლოვდა 100.00 USD მხარდაჭერასთან. გუშინდელი დღე ფსიქოლოგიური დონის ას დოლარზე მაღალი კოტირებით დაიხურა, რამაც Bitcoin Cash ABC-ს შესაძლებობა მისცა CoinMarketCap-ის კაპიტალიზაციის რეიტინგში, Bitcoin Cash SV-სთან შედარებით $180 მლნიანი უპირატესობით, პოზიცია შეენარჩუნებინა.
ხოლო, რაც შეეხება Bitcoin Cash SV-ს, იგი გუშინ საშუალო მცოცავი EMA55-ის ქვემოთ ჩავარდა და დღეს შესაძლებელია 80.00 USD მხარდაჭერას მიაღწიოს. ამ მომენტისთვის მისი კაპიტალიზაცია $1.6 მილიარდს შეადგენს, რაც CoinMarketCap-ის საერთო კაპიტალიზაციის რეიტინგის მერვე პოზიციას შეესაბამება.
EOS/USD
დღეს დილას 1.90 USD დონიდან შესაძლებელია 2.30 USD მიზნობრივ დონესთან ზრდა. თუ საშუალო მცოცავის წინააღმდეგობის გადალახვა მოხერხდა, მაშინ კორექცია შეიძლება წითელი ტრენდული ხაზის რე-ტესტის შემდეგ დასრულდეს.
LTC/USD
გუშინ დაუ-ტრენდის ვარდისფერი დიაპაზონის ზედა საზღვრის გადალახვა ვერ მოხერხდა. დღეისთვის მოსალოდნელია ფიბონაჩის ნულოვან დონესთან გარღვევის მეორე მცდელობა. თუ მის თავზე გამყარება ვერ მოხერხდა, დაკლება ვარდისფერ დერეფანში, 22.25 USD წლიური მინიმუმის ნიშნულისკენ, გაგრძელდება.
ასევე წაიკითხეთ
კომპანია Fundstrat-ის ექსპერტებმა იციან, როდის დადგება გაყიდვის დრო
ორშაბათს ბიტკოინმა არც თუ ცუდი აღდგენის დემონსტრირება მოახდინა და სტატიის დაწერის მომენტში 3591 აშშ დოლარად ივაჭრებოდა. მონეტის ფასი ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის მსოფლიო ბაზრის აღდგენის ფონზე, რომელიც უმეტესად ტექნიკური და სპეკულატიური ფაქტორებით იყო გამოწვეული, დაახლოებით 8%-ით გაიზარდა.
Bitcoin Cash, EOS, Stellar Lumen-ისა და Litecoin-ის ანალიზი 15.11.2018-სთვის
გუშინდელი ფასის კლებას Bitcoin Cash-ის და Litecoin-ის წლიური მინიმუმების განახლება მოყვა. ჩვენს მიმოხილვაში გავნსაზღვრავთ მომდევნო მხარდაჭერის სავარაუდო დონეების მდებარეობას.

