თუ თქვენ გაქვთ ბიტკოინები დასახარჯათ, ამის გაკეთება ლონდონის ახალ პაბში სიამოვნებით შეგიძლიათ. კომპანია BrewDog-მა ახალი ობიექტი ლონდონის საქმიან კვარტალ კანერი-უორფზე გახსნა და ამ ბარის სტუმრებს გადახდა ბიტკოინების საშუალებით შეუძლიათ.
კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ლუდის ფასი ყოველდღე შეიცვლება ბრიტანეთის წამყვანი საფონდო ბირჟის FTSE 100-ის ინდექსის შესაბამისად. ბარის დახლის თავზე დაკიდებული იქნება ელექტრონული ტაბლო, რომელიც ბოლო დღის ვაჭრობის შედეგებს და ასევე ბიტკოინის ფასთა ცვლილებებს უჩვენებს.
კომპანია BrewDog-ის თანადამფუძვნებელი ჯეიმს უოტი ამბობს: “ჩვენ ყოველთვის ვამაყობთ ჩვენი ახალი ტექნოლოგიების მომართ მისწრაფებებით. ჩვენ ეს ყველაფერი გავაკეთეთ ლუდის შემთხვევაში, გავაკეთეთ ეს ჩვენს ბიზნეს-მოდელთან მიმართებაში. ახლა კი ვაფუძნებთ ლუდისთვის გადახდის ახალ საშუალებას. ჩვენი ბარი კანერი-უორფზე არის საგადასახადო რევოლუციის სიმბოლო!”
საბედნიეროდ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ არ გაქვთ კრიპტოვალუტა, ამ დაწესებულებაში ნებისმიერი სხვა ტრადიციული გადახდის საშუალება შეგიძლიათ აირჩიოთ.
ასევე წაიკითხეთ
Coincheck–დან Binance-მდე – 2018 წლის ყველაზე მსხვილი ძარცვები
განვიხილოთ ამ წლის ყველაზე ხმაურიანი ძარცვები და ჰაკერული თავდასხმები და ასევე კანონზომიერებები, რომლებიც მათ აერთიანებს.
ჰოლივუდში ჯონ მაკაფის შესახებ ფილმს გადაიღებენ
კინემატოგრაფიის ვეტერანი მაიკლს კიტონი, სკანდალურად ცნობილი ადვoკატის - ჯონ მაჯაფის შესახებ გადაღებულ ფილმში ითამაშებს. ამ ადამიანმა ანტივირუსული პროგრამული უზრუნველყოფების შექმნით მილიონები იშოვა. მთავარ როლში კიტონი ჯონი დეპს ჩაანაცვლებს, რომელმაც მაკაფის როლს ალღო ვერ აუღო.