მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპიუტერული ტექნიკის მწარმოებელი კორპორაცია Asus-ი, მოთამაშეებს თავიანთი ვიდეობარათების ჭარბი სიმძლავრის გამოყენებას კრიპტოვალუტის მაინინგისთვის სთავაზობს.
იმ დროს, როდესაც AMD და Nvidia კრიპტოვალუტურ GPU-ს მსოფლიოში წამყვან პოზიციებს იკავებენ, ბაზარზე ლიდერებთან დაწევის მიზნით, Asus-ი Quantum Cloud-თან გაერთიანდა.
პროვაიდერის მაინინგისთვის პროგრამული უზრუნველყოფა, მოთამაშეებს კუთვნილი სისტემის მაქსიმალურ სიმძლავრის გამოყენებისა და "პასიური შემოსავალის" მიღების საშუალებას მისცემს, მათი GPU-ს ჭარბი სიმძლავრის კრიპტოვალუტის მოსაპოვებლად. გეიმ-მაინერებს ანაზღაურება Paypal-ის ან WeChat-ის საშუალებით გადაერიცხებათ.
Quantum Сloud-ის განცხადებით, პროცესი განხორციელდება გაშვებული აპლიკაციის საშუალებით, ქლაუდ მაინინგისთვის ყველა გრაფიკული ბარათების ჭარბი სიმძლავრის გადამისამართებით. ტოკენები კი გადანაწილდება თითოეული მონაწილის მიერ შემოთავაზებული სიმძლავრის მიხედვით.
იმისთვის, რომ გეიმერები დააინტერესონ, Quantum Сloud-მა შეიმუშავა Paypal-ის და WeChat-ის ანგარიშებში ინტეგრირების საშუალება, რათა შემოსავალი პირდაპირ მათ ანგარიშებზე გადაირიცხოს.
თუმცა, პლატფორმა არ გარანტირებს, რომ მომხმარებლები შემოსავალს მიიღებენ. ბაზრის ვოლანტილობის გამო, ეს ყოველთვის ეკონომიკურ აზრს ვერ ატარებს და კომპანია გვაფრთხილებს, რითაც აპლიკაციის შემოსავლიანობაზე პასუხისგებლობას იხსნის.
მიუხედავად ამისა, პროგრამული უზრუნველყოფა გვპირდება, რომ მომხმარებლებისთვის ძალიან მიმზიდველი იქნება. მათთვის, ვინც სათანადოდ არ იცნობს მაინინგის პროცესს, ან უბრალოდ არ სურს ASIC-ის სპეციალიზირებულ აპლიკაციებში ფულის დაბანდება, კრიპტოაქტივების სფეროში ჩართვას სთავაზობს.
ასევე წაიკითხეთ
პარაგვაი მსოფლიოში უმსხვილესი მაინინგის ფერმის მშენებლობას უჭერს მხარს
Blockchain Technology Foundation დაარსებიდან სამხრეთ კორეაში მდებარეობდა, თუმცა, ცოტა ხნის წინ, ფონდმა მსოფლიოში ყველაზე დიდი მაინინგის ფერმის და კრიპტოვალუტის გამცვლელი პუნქტის შექმნასთან დაკავშირებით პარაგვაის მთავრობასთან მოლაპარაკებები გამართა.
მაინინგის კომპანია Giga Watt-მა გაკოტრების პროცედურის ინიცირება მოახდინა
წინა დღეებში, აშშ-ს კომპანიამ ბანკროტად გამოაცხადა თავი და აღიარა ვალების გადახდის შეუძლებობა. სასამართლო დოკუმენტაციის თანახმად კომპანია Giga Watt-ის აქტივები 50 ათას დოლარად ფასდება, ვალი კი დაახლოებით 50 მილიონ დოლარამდეა, გარდა ამისა კომპანიას 50-ზე მეტი კრედიტორი ჰყავს, რომლებიც ვალების დაბრუნებას ელოდებიან