დასკვნით გამოსვლაში ტოკიოში მარკ კარპელესმა, კრიპტოვალუტური გადამცვლელი Mt.Gox-ის ყოფილმა დირექტორმა, საკუთარ უდანაშაულობაზე განცხადება გააკეთა და იმ მოვლენებთან , რომელთა გამო ფირმამ მომხმარებლების მილიონობით დოლარი დაკარგა, და საბოლოო ჯამში გაკოტრდა, კავშირი უარყო.
მას ბრალი გადამცვლელიდან დაახლოებით 340 მილიონი იენის (დაახლოებით $3 მილიონი) მიტაცებაში და Mt.Gox-ის ვებ-გვერდზე ინფორმაციით მანიპულირებაში წარედგინა.
ტელეკომპანია NHK-ის ინფორმაციის თანახმად, ხუთშაბათს კარპელესმა ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ ვერ შეძლო მომხმარებლების ციფრული აქტივები გატეხვისგან დაეცვა, მაგრამ ხაზი გაუსვა იმას, რომ ის ბრალდების ყველა პუნქტით უდანაშაულოა.
ოდესღაც Mt.Gox-ი ვაჭრობის მოცულობის მიხედვით ბიტკოინების უმსხვილესი გადამცვლელი იყო , მაგრამ 2014 წლის დასაწყისში გაირკვა, რომ ბირჟიდან 800 000-ზე მეტი ბიტკოინი გაქრა (იმ მომენტისთვის $480 მილიონი). სასამართლო პროცესი ამ წლის ივნისში დაიწყო, მაშინ როდესაც კარპელესი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს იმ პირობით, რომ ის არ გაემგზავრებოდა იაპონიიდან. ის მაშინაც უარყოფდა თავის ბრალეულობას თანხების მიტაცებაში.
პროკურორები ამტკიცებენ, რომ კარპელესმა 340 მილიონი იენი Mt.Gox -ის მომხმარებლების ანგარიშებიდან საკუთარზე 2013 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე პერიოდში გადარიცხა. მას ასევე ადანაშაულებენ მონაცემებით მანიპულირებაში Mt.Gox -ის შიდა სავაჭრო სისტემაში ბირჟის ბალანსის "გაბერვისთვის".
სასამართლოზე მისი ადვოკატების გუნდი ამტკიცებდა, რომ ფულის კარპელესის საკუთარ ანგარიშზე გადარიცხვა ბირჟის ლეგალური საქმიანობის ფარგლებში ხორციელდებოდა.
იმავე თვეს, ცოტა უფრო ადრე, ადგილობრივი პრესა იუწყებოდა, რომ კარპელესმა, რომელსაც თავიდან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა, შესაძლოა ციხეში 10 წელი გაატაროს. მოსალოდნელია, რომ სასამართლო გადაწყვეტილებას 2019 წლის 15 მარტს გამოიტანს.
მასალების მიხედვით coindesk.com
ასევე წაიკითხეთ
NBA-ს ლეგენდა კობი ბრაიანტი niTron-ის სამიტში მიიღებს მონაწილეობას
აშშ-ს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე 17-18 იანვარს დაგეგმილ სამიტზე niTron ჯასტინ სანს და თანამეგობრობის სხვა წევრებს შეუერთდება. კობი ბრაიანტი ანუ „შავი მამბა“ როგორც მას ხშირად ეძახიან, სან-ფანცისკოში ჩავა რათა მოაგვაროს გარკვეული საკითხები და ჩაატაროს დემონსტრაცია, რომელსაც ჯასტინ სანი სამეწარმეო შესაძლებლობებს უწოდებს.
ანონიმური ქსელების ბაზარზე Bitcoin კონკურენტებს ვერ გაუსწრებს
Monero-ს ძირითადი გუნდის წევრმა და დეველოპერმა რიკადრო სპანიმ ისაუბრა, რა შედეგები იყო ქსელ Monero-სთვის მოსალოდნელი, Bitcoin-ის შემქმნელებს Bitcoin-ის პროტოკოლში ანონიმურობის დამკვირების შესახებ გადაწყვეტილება რომ მიეღოთ.