საბუღალტრო კომპანია NODE40, რომელიც ციფრულ ვალუტაში მიღებული შემოსავლების დაანგარიშებაზე ახდენს სპეციალიზაციას და ბიტკოინებში საგადასახადო ანგარიშვალდებულების მომზადებისთვის განკუთვნილი პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერია, ელოდება, რომ აშშ-ს შიდა შემოსავლების სამსახური (IRS) რეკორდული რაოდენობის მოთხოვნებს გააგზავნის, რომელიც კრიპტოვალუტას უკავშირდება, ვინაიდან დარწმუნებულია, რომ უამრავი ინვესტორი საკუთარი ზარალის შესახებ გამოცხადებას გადაწყვეტს.
კრიპტოვალუტის ტრეიდერებს, რომლებიც 2018 წელს ფასების მნიშვნელოვანი ვარდნისგან დაზარალდნენ, ამჟამად ძლიერი სტიმული აქვთ იმისთვის, რომ საკუთარი საქმიანობის შესახებ ხელისუფლებას აცნობოს, რათა შემოსავლების სხვა საგადასახადო ვალდებულების კომპენსირება მოახდინოს.
თუმცა, Node40 აფრთხილებს, რომ ამას შესაძლოა ინვესტორებისთვის გრძელვადიანი შედეგები მოჰყვეს. მაგალითად, თუკი გადასახადების გადამხდელი ფინანსურ ბაზარზე ფასიანი ქაღალდების ან ციფრული აქტივების განსაკუთრებით დიდი ოდენობით დანაკარგის შესახებ იუწყება, შესაძლოა ის პირვანდელი ინვესტირებული სახსრების წარმომავლობის დადგენის მიზნით დაიკითხოს.
შემოსავლების არაზუსტ გათვლებზე დაფუძნებულმა დაანგარიშებამ შესაძლოა 40 პროცენტამდე დაჯარიმება გამოიწვიოს, საგადასახადო სასამართლოები კი უდანაშაულობის დამტკიცების ვალდებულებას მოქალაქეს, და არა IRS უტოვებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს, რომლებმაც წელს ციფრული დანაკარგების შესახებ გაცხადებას დააპირეს, ყველა ტრანზაქციის შესახებ, რომელშიც მათ მონაწილეობა აქვთ მიღებული, ჩანაწერი ჰქონდეთ, მათ შორის ზუსტი შემოსავლები და ზარალი, ასევე სწორი საკურსო სხვაობა.
გარდა ამისა, ციფრული აქტივებით ოპერაციების დაბეგვრის შესახებ ახალი კანონპროექტი მხოლოდ მომავალი წლის 1 იანვარს შედის ძალაში. თუკი 2018 წლის მანძილზე ციფრული გარიგებები “მსგავსი აქტივებით გაცვლას” უტოლდებოდა, დაბეგვრის შესახებ ამოტივტივებული ნიუანსები ტრეიდერებისა და ჰოლდერებისთვის სხვადასხვა იქნება.
გადასახადების გადამხდელის ციფრული აქტივების გათვალისწინებით, საგადასახადო დეკლარაციის შედგენისას ეს აუცილებლად ყურადსაღებია.
ასევე წაიკითხეთ
ჯგუფი Huobi ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან მუშაობისთვის ახალ პარტიას ჰქმნის
ჯგუფმა Huobi-მ პეკინში, თავის ერთ-ერთ შვილობილ კომპანიაში, კომუნისტური პარტიისთვის კომისია შექმნა. ბირჟა Huobi-ს მფლობელებმა 16 ნოემბერს თავის ვებ-საიტზე განცხადება გაავრცელეს, სადაც აცხადებენ, რომ კერძო კომპანიებში კომუნისტური პარტიის პრინციპებისა და პოლიტიკის „რეალიზება არის აუცილებელი“. ეს, ჩინეთის კრიპტოვალუტური სამყაროსთვის ამ მიმართულებით - პირველი გადადგმული ნაბიჯია, რომელიც მიზნად ბიზნესისთვის პარტიულ მხარდაჭერას ისახავს
კრიპტობაზარი რუსულად, ანუ ციფრული აქტივების შესახებ კანონპროექტის ახალი ვერსია
რუსეთის კრიპტოვალუტის შესახებ კანონის ახალ რედაქციაში „გაუგებარ ბიტკოინებსა“ და „უაზრო მაინინგზე“ უარი განაცხადეს, რადგან ეს ორი ცნება ქვეყნის ეკონომიკაში არ ჯდება