იაპონიამ კრიპტოვალუტური რეგულირების შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში პრობლემების გადაწყვეტის გზებს შეიცავს, რომლებზეც ამჟამად არსებული კანონები არ ვრცელდება. კერძოდ, ჰაკერული თავდასხმები, თვითრეგულირება, სავარაუდო დილერები, კონფიდენციალურობა და მარჟინალური ვაჭრობა.
იაპონიის წამყვანმა საფინანსო მარეგულირებელმა ორგანიზაციამ, ფინანსური მომსახურეობის სააგენტომ (FSA), პარასკევს გამოაქვეყნა ანგარიშის პროექტი, რომელშიც კრიპტოვალუტების ქვეყნის ახალი ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზა და მონეტების პირველადი შეთავაზება (ICO) იყო ნაჩვენები.
ანგარიშის ერთ-ერთ მთავარ ასპექტს ისეთი ინციდენტების პრევენცია წარმოადგენს, როგორიცაა ორი უმსხვილესი იაპონური კრიპტოვალუტური ბირჟის გატეხვა - Coincheck-ის იანვარში და Zaif-ის სექტემბერში. FSA კრიპტოვალუტური ბირჟებისგან “კლიენტის საკუთრების მართვისა და მომსახურების” გაძლიერებას, კერძოდ, დახურული გასაღების მართვას მოითხოვს. მომხმარებელთა დაცვის მიზნით, FSA აცხადებს, რომ ბირჟებისთვის სუფთა აქტივების ქონა აუცილებელია, რომლებიც გატეხვის შემთხვევაში “იმ თანხას უტოლდება ან აღემატება, რომელიც დაფარვისთვის განკუთვნილი ვალუტის ან სახსრების ექვივალენტს წარმოადგენს”. დოკუმენტში ასევე გაწერილია ზომები, რომლებიც კრიპტოვალუტური ბირჟების გაკოტრების პრევენციას უზრუნველყოფს.
FSA სწრაფად ცვალებად ტექნოლოგიურ ინოვაციებს ცნობს და აკრედიტირებულ თვითრეგულირებად ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას ხედავს. “ამ მიზნით, ჩვენ წევრებს მოვუწოდებთ, რომ სერტიფიცირებულ (თვითრეგულირებად) ასოციაციებს შეუერთდნენ” და სისტემები მისი წესების შესაბამისად შეიმუშაონ. ოქტომბერში იაპონიის კრიპტოვალუტური ბირჟების ასოციაციამ (Jvcea) FSA-ს აკრედიტაცია იმისთვის მიიღო, რომ თვითრეგულირების წესების იურიდიული გამოყენების შესაძლებლობა ჰქონოდა.
დოკუმენტში ასევე ახსნილია, რომ FSA რეგისტრაციაზე უარის თქმას ან მათ გაუქმებას მიზანშეწონილად თვლის იმ ბირჟებისთვის, რომლებიც “აკრედიტირებულ ასოციაციაში არ შედიან და თვითრეგულირების პრინციპებს არ შეესაბამებიან”.
ანგარიშში “სავარაუდო დილერები” არიან მიმოხილულნი, ანუ კომპანიები, რომლებსაც მათი განცხადების განხილვის დროს ბირჟების მართვის ნება დართეს. ამჟამად, ასეთი სამია: Coincheck, Lastroots и Everybody's Bitcoin. ანგარიშში აღნიშნულია, რომ რამდენიმე მათგანი საკუთარ ბიზნესს აქტიურად აპიარებდა და სწრაფად ავითარებდა, თუმცა, მათი კლიენტების დიდმა ნაწილმა არ იცის, რომ ისინი დარეგისტრირებულნი არ არიან.
FSA-მ მათთვის რიგი ზომები შეიმუშავა. პირველ რიგში, ისინი საკუთარი ბიზნესის გაფართოვებას ან დამატებითი ლისტინგის ჩატარებას ვერ შეძლებენ, სანამ რეგისტრაციას არ მიიღებენ. მეტიც, მათ არც ახალი კლიენტების მოზიდვა და არც ახალი კლიენტების მოზიდვის მიზნით საკუთარი მომსახურეობის რეკლამირება შეუძლიათ. ასევე ისინი ვალდებულნი არიან, საკუთარ საიტებზე რეგისტრაციის სტატუსის შესახებ ცნობა განათავსონ. სხვა ზომებს შორის ანგარიშში ანონიმური კრიპტოვალუტების ლისტინგზე, დერივატივებით ოპერაციებზე და მარჟინალურ ვაჭრობაზე შეზღუდვებია გათვალისწინებული.
გარდა ამისა, მოხსენებაში ICO-ს რეგულირებაა განხილული. მასთან მიმართებაში “შესაძლებელია კანონმდებლობის გამოყენება, რომელიც ფასიანი ქაღალდებით განხორციელებულ ოპერაციებს არეგულირებს”. მათი სტრუქტურიდან გამომდინარე, შესაძლოა ტოკენები საფინანსო ინსტუმენტების, ბირჟებისა და გამოთვლების შესახებ კანონებით გათვალისწინებულ რეგულირებას ექვემდებარებოდნენ.
ასევე წაიკითხეთ
უოლ-სტრიტი კრიპტოვალუტაზე უარს აცხადებს
Bloomberg-ის ინფორმაციით, უოლ-სტრიტი ნელ-ნელა კრიპტოვალუტის ბაზარს ტოვებს. მიუხედავად ბაზრის დაცემისა, დარეგულირების პრობლემებისა და თაღლითობის უამრავი შემთხვევებისა, გვეჩვენებოდა, რომ უოლ-სტრიტი კრიპტო-აქტივების ფასების აწევას შეძლებდა.
შეუძლია თუ არა მარეგულირებელს კრიპტოვალუტის ფასების ვარდნა შეაჩეროს?
Bitcoin-ის დათვურ წელიწადს უკეთესი დღეებიც ქონია, იმის გათვალისწინებით, რომ ტოკენის ფასმა 8%-ზე მეტად დაიკლო და ამჟამად Bitstamp-ის ბირჟაზე 3989.94$-ს შეადგენს. 2018 წლის 26 ნოემბერს The Week-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, სწორი რეგულირების მიღების შემთხვევაში, კრიპტოვალუტას გახანგრძლივებული შავი პარასკევისგან აღდგენაში მიეხმარებოდა.