გასულ კვირას კრიპტობირჟა Bitfinex-მა მომხმარებლებს Honey Framework - საკუთარ პლატფორმაზე პროგრამირებადი ტრეიდინგისთვის საჭირო ინსტრუმენტების ნაკრები შესთავაზა. ამიერიდან მომხმარებლებმა Honey Framework-ის მეორე ელემენტი, საკუთარი სავაჭრო სტრატეგიების შესაქმნელად განკუთვნილი მისი სტრატეგიული ნაწილი მიიღეს.
ადრე წარმოდგენილი ინსტრუმენტები ტრეიდერებს
საუკეთესო ფასის გათვალისწინებით რთული ორდერების ხარისხიან შესრულებაში, საბაზრო რისკებზე თვალყურის დევნასა და ხელშეკრულებების აღსრულებაში დაეხმარება. Open source ბიბლიოთეკების ახალი ნარკები სატრეიდინგო სტრატეგიებისა და სავაჭრო ბოტების ტესტირებისა და რეალიზაციისთვის არის განკუთვნილი.
მთლიანობაში, Honey Framework მიზანი, ინსტუმენტების ნაკრების სტრუქტურა Bitfinex-ში გახსნილი ორიგინალური კოდით შეთავაზებით, ახალი სტანდარტებისა და ავტომატიზირებული ვაჭრობის უზრუნველყოფაა.
ბიბლიოთეკების ახალი კრებული bfx-hf-strategy, bfx-hf-backtest და bfx-hf-data-server შეიცავს, რომლებიც ერთად სრულ სავაჭრო სტრატეგიას, backtesting-ის მხარდაჭერას უზრუნველყოფს და ინტერფეის Bitfinex-ში მთლიანად ინტეგრირებულია.
Honey Framework ასევე ინდიკატორ bfx-hf-indicators-ის გამოყენების და სატრეიდინგო სტრატეგიის საკუთარი ალგორითმის მითითებისა და ბაზრის მერყეობაზე სწრაფი რეაგირების, ვაჭრობის მოცულობის შეცვლის და კრიპტოვალუტული ბაზრის სხვა გარკვეული მოვლენის საშუალებას იძლევა. რეაგირების მითითებული პარამეტრები სტრატეგიების შესაქმნელად გამოყენებული ინდიკატორების ნაკრებით განისაზღვრება
მასალების მიხედვით https://medium.com
ასევე წაიკითხეთ
ინდური ბირჟა Zebpay მალტაში გადავიდა
ამჟამად ინდური კრიპტო-ბაზრის მომავალი პირდაპირაა დამოკიდებული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც ბირჟასა და ცენტრალურ ბანკს შორის არსებულ დავას განიხილავს.
Bithumb-დან მოპარული აქტივები Yobit-ს ანგარიშებზე გადარიცხეს
კრიპტობირჟა Bithumb-ზე განხორციელებული ჰაკერული თავდასხმის შედეგად მოპარული აქტივების უმეტესობა რუსულ ბირჟა Yobit-ზე გადარიცხეს. მონაცემთა დეტალური შესწავლის შემდეგ, Crystal Blockchain Analytics-ის ანალიტიკოსები, ასეთ დასკვნამდე მივიდნენ.