უმსხვილესმა კრიპტოვალუტურმა ბირჟა Binance-მა, ახალი ერთიანი სტეიბლკოინების ბაზრის პლატფორმის შექმნის შესახებ, განცხადება გააკეთა. კომპანიის წარმომადგენლებმა ახალი ბაზარის შესახებ არანაირი დეტალები არ გაამხილეს, თუმცა ვიცით, რომ USDT ამ პლატფორმის ნაწილი იქნება.
USDT Binance-ზე ახლა უკვე გამოისახება როგორც USDⓈ. კომპანიის განცხადებით Ⓢ სიმბოლო სტეიბლკოინის აღნიშვნა იქნება. განცხადებაში ნათქვამია;
ჩვენ USDT ბაზარის მარკირება შევცვალეთ სტეიბლკოინების კომბინირებულ ბაზრით USDⓈ. ეს იმიტომ მოხდა, რათა მეტი სავაჭრო წყვილის მხარდაჭერა მოხდეს სხვადასხვა სტეიბლკოინების მიმართ. მიაქციეთ ყურადღება, USDⓈ - ეს არ არის ახალი სტაბილური მონეტა, ეს არის სიმბოლო, რითაც აღნიშნავს Binance სტეიბლკოინების ახალ ბაზარს.
სტეიბლკოინების მექანიკა ძალიან მარტივია - მმართველი ინახავს სახსრებს საბანკო ანგარიშზე, რომელიც შეესაბამება ტოკენებს და ყიდის მომხმარებელზე. მოცემულ ვარიანტში იქმნება ნდობის დიდი საკითხი, თუმცა უპირატესობის სათანადო შეფასებაც საჭიროა - მაგალითად, ხანგრძლივი პროცედურის გავლის არარსებობა როგორიცაა გადამცვლელიდან საბანკო ანგარიშზე გადარიცხვა. სტეიბლკოინების ვაჭრობიდან ამოღებითა და მათი შენახვით, საბოლოო ჯამში, მათ ასტაბილურებს.
ამჟამად ბაზარზე რამოდენიმე სტაბილური მონეტა არსებობს. Binance-ს თანამშრომლების თქმით, ისინი თვლიან, რომ მალე გამოჩნდება, სტეიბლკოინები, რომლებიც სხვა ფიატურ ვალუტასთან იქნებიან დაკავშირებული, მაგალითად ევროსთან ან სხვა აზიური ქვეყნების ვალუტასთან. ამის გათვალისწინებით, ისინი ბაზარს შეიმუშავებენ, რათა საჭირო დროისთვის უზრუნველყონ მთლიანად მუშა პლატფორმა.
ამ ეტაპზე ძირითად სტეიბლკოინებათ ითვლებიან Tether USD, Paxos Standart-ი და USD Coin-ი. სხვა სავარაუდო კანდიდატად მოიაზრება Ethereum ტოკენი Maker DAO.
ასევე წაიკითხეთ
$355 ათასიანი ძარცვის შემდეგ, მოსამართლემ განაჩენი Bithumb-ის სასარგებლოდ გამოიტანა
სამხრეთ კორეულმა სასამართლომ გადაწყვეტილება ბირჟა Bithumb-ის სასარგებლოდ მიიღო მას შემდეგ, რაც მომხმარებლის ექაუნთი გატეხეს და მან სასამართლოში $355 000 ზარალის კომპენსაციის მოთხოვნით იჩივლა.
Binance ტოკენით სასტუმროს საფასურის გადახდა შეიძლება
ბლოკჩეინზე დაფუძნებული სასტუმროების დაჯავშნის პლატფორმა Tripio, რომელიც ასევე სახელით Crypto Airbnb-ი არის ცნობილი, საკუთარ მომხმარებელს სასტუმროს 450 000 ნომრის და საცხოვრებელი ფართის ქირის საფასურის BNB ტოკენებით გადახდის შესაძლებლობას აძლევს.