ჩინურმა ინფორმაციული ტექნოლოგიების ინდუსტრიის განვითარების ცენტრმა (CIID) კიდევ ერთი, ახლა უკვე მეშვიდე, რეიტინგი გამოაქვეყნა.
როგორც წინად, 33 ტოკენი სამი ძირითადი მახასიათებლით ფასდება:
-ტექნოლოგიური კომპონენტი
-პრაქტიკული მნიშვნელობა
-ინოვაცია
არ არის გასაკვირი, რომ Bitcoin-მა ინოვაციური პოტენციალის უმაღლესი ქულა მიიღო. ჩინელი ექსპერტების აზრით, EOS-ს ყველაზე მაღალი ტექნოლოგიური შესაძლებობა გააჩნია, ხოლო პრაქტიკული ღირებულებით Ethereum-ი ლიდერობს.
მაისის პირველ გამოშვებაში Ethereum-მა პირველი ადგილი დაიკავა, თუმცა, ივნისის რეიტინგებიდან დაწყებული, EOS-ი პირველ პოზიციას არ თმობს, მას კი შეუცვლელად Ethereum-ი მოჰყვება. კრიპტოპროექტების ხუთეულში ასევე Bitshares-ი, Steem-ი და Nebulas-ი შევიდნენ.
Bitcoin-ი თავის პოზიციებს რეიტინგიდან რეიტინგამდე ცვლის, ამ თვეში მე-19 ადგილიდან 13-ზე გადაინაცვლა. BCH-ს ჰარდფორკმა შეუმჩნევლად არ ჩაიარა და ერთი პოზიციით ჩამოიწია 29-ე ადგილზე. Decred-მა სია დახურა, სადაც მან NEM-ს ადგილები გაუცვალა.
ასევე წაიკითხეთ
"ოქროს საწმისი" ქართული კრიპტოვალუტის ახალ ისტორიაში
საქართველომ დამაჯერბლად დაიკავა ადგილი კრიპტოვალუტის მომპოვებელ ლიდერ სამეულში. ქვეყანაში ციფრული აკტივების მოცულობით მხოლოდ ჩინეთსა და აშს-ს ვერ უდებს ტოლს. სანაპიროს მსუბუქი კლიმატური პირობები და ასევე კრიტპტვალუტისადმი შეღავათი ოფიციალურ პოლიტიკაში, განსაზღვარვს კრიპტოინდუსტრიის საკმაოდ სწრაფ მზარდ ტემპს.
Gemini Bitcoin Cash-ს ამატებს
პოპულარულმა კრიპტოვალუტურმა პლატფორმა Gemini-მ Bitcoin Cash (BCH)-ის მხარდაჭერის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. კრიპტო-გიგანტმა ახლახანს Cboe Global Markets Inc.-თან დაამყარა პარტნიორული ურთიერთობები, რათა Bitcoin-ზე ფიუჩერსებს მიწოდება უზრუნველყოს.