გუშინ ალტკოინების ბაზარი დიდად არ განსხვავდებოდა ვაჭრობის მოცულობის ზრდით, ამიტომ დროის მეტი ნაწილი გვერდულა დიაპაზონში გაატარეს
BCH/USD
თუ CoinMarketCap-ის პირველმა სამეულმა აღდგენა მოახერხა, მაშინ ალტკოინების მეორე სამეულმა გუშინდელი დღე მხარზე წამოწოლილებმა გაატარეს. Bitcoin Cash-ის ფასმა ჩვენი ნდობა არ გაამართლა და ყვითელი დერეფნის ქვედა ზღვარს (430.00 USD) ვერ მიაღწია. ჩვენი ვარაუდით, წინააღმდეგობის ამ დონის გატესტვის მცდელობა დღესაც განმეორდება.
EOS/USD

გუშინ EOS-ის ფასმა დროის მეტი ნაწილი კონსოლიდაციაში გაატარა და ვაჭრობის დასასრულისკენ მცოცავი საშუალო EMA55-კენ აღდგენა დაიწყო. დღეს წყვილმა საშუალო ფასების დონესაც ვერ მიაღწია, მაგრამ მოსალოდნელია, რომ EOS-ის ფასი 5.400 USD-კენ აღდგენას განაგრძობს.
XLM/USD
Stellar Lumen-ის აღდგენას დღეს გამოუხატავი ხასიათი ჰქონდა და უფრო გვერდულა კონსოლიდაციას ჰგავდა. ამის მიუხედავად, დღეს დილით ფასმა ლოკალური მაქსიმუმი 0.230 USD წერტილიში დაამყარა და დღის განმავლობაში იასამნისფერი დერეფნის ფარგლებში აღდგენას განაგრძობდა.
LTC/USD
აღდგენის ძალიან კარგი დინამიკა LTC/USD-მა აჩვენა. პატარა მოცულობის მიუხედავად, LTC -ის ფასმა 50.00 USD ნიშნულს ზემოთ დონეს მიაღწია.
სტოჰასტიკი გადამყიდველების ზონაში ღრმად შევიდა და ოთხსაათიან თაიმ-ფრეიმზე დაწევის სიგნალი ჩამოაყალიბა. გუშინდელი 47.05 USD-ის ნულოვანი ფიბონაჩისკენ დაწევის პროგნოზი, შესაძლოა დღეს გამართლდეს
ასევე წაიკითხეთ
კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, ETH/USD, XRP/USD ანალიზი 12.11.2018-სთვის
უქმეებმა საკმაოდ მშვიდად ჩაიარეს და ფასების კონსოლიდაცია გვერდულა დიაპაზონში მიმდინარეობდა. კვირის დასაწყისში ბაზრის მერყეობა შეიძლება გაიზარდოს. იქნება კიდევ ერთი შემცირების ტალღა?
ADA-ს და IOT-ის ანალიზი 14.11.2018-სთვის
ფონდ Cardano-ს თავმჯდომარემ მაიკ პარსონმა, თავისი თანამდებობა მას მერე დატოვა, რაც ჩარლზ ჰოსკისონმა და გენერალურმა დირექტორმა ემურგო კენ კოდამამ, თავიანთი იმედგაცრუება გამოთქვეს, ქსელის დაბალი წარმადობისა და ძალაუფლების ცენტრალიზაციის მცდელობის შესახებ.