კომპანია Huawei-მ ცოტა ხნის წინ შეწტყობინება გაავრცელა, რომ Cloud Blockchain Service-ს (BSC) გაუშვებს. მუშაობის დაწყება, ბლოკჩეინის ინდუსტრიის მიმართულებით, კომპანიისთვის კიდევ ერთი ნაბიჯია. ა.წ ოქტომბერში Huawei-მ ჩინეთის მომხმარებლებისთვის კომერციული სერვისი გაუშვა.
ახალი სერვისი ხელმისაწვდომია საერთაშორისო ვებ-გვერდზე Huawei Cloud, რომელზეც საწარმოები შეიმუშავებენ, განათავსებენ და ასევე მართავენ ბლოკჩეინ აპლიკაციებს. ჩინური კომპანიის აზრით, ეს პროცესები სწრაფად და მინიმალური დანახარჯებით გაიმართება.
შემმუშავებლები აცხადებენ, რომ BCS სერვისი მარტივია, ეფექტური და უნივერსალური. იგი შეიძლება გამოყენებული იქნას Internet of thing-სთვის, ფინანსებში და სხვა მრავალ მრეწველობაში.
აპრილში Huawei-მ ახალი პლატფორმა Blockchain-as-a service (BCaaS) გაუშვა, რომლის მიზანია კომპანიებს საშუალება მიეცეს განაწილებული რეესტრების ბაზაზე სმარტ-კონტრაქტები შექმნან. Huawei-ს დეველოპერის ხუ ჟუიფენის თქმით, ახალი გადაწყვეტილება BaaS Hyperledger Fabric 1.0-ს ეფუძნება.
მასალების მიხედვით itproportal.com
ასევე წაიკითხეთ
IBM-ის, Omnicom-ისა და Publicis-ის კომპანიების კონსორციუმმა ბლოკჩეინის რეკლამაში გამოყენების ხერხებზე ისაუბრა
ბლოკჩეინ ტექნოლოგიების შემსწავლელი კონსორციუმის სამუშაო ჯგუფმა, რომელიც IBM, IPG Reprise Digital, Omnicom Media Group, Publicis Media, GroupM, CoinDesk, MAD Network და სხვებისგან შედგება, white paper-ი მოამზადა, რომელშიც ბლოკჩეინ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული საკითხები არის განხილული
კომპანია Whiteblock-მა დაადგინა, რომ EOS-ი ბლოკჩეინი არ არის
Whiteblock-ი - ბლოკჩეინების ტესტირების პლატფორმამ, რომელიც ეხმარება ორგანიზაციებს-დეველოპერებს შეამოწმონ წარმადობა და განავითარონ განაწილებული რეესტრების ტექნოლოგია, განაცხადა, რომ EOS-ი არ არის ბლოკჩეინი. ანალიზის ჩატარების შემდეგ Whiteblock-ი მივიდა დასკვნამდე, რომ EOS-ი არის მხოლოდ გამოთვლების cloud სერვისი.