გასული წლის მაისის თვეში, კომპანია Facebook-ის წარმომადგენლებმა ექსპერიმენტული ბლოკჩეინ ჯგუფის შექმნის შესახებ განაცხადეს, რომელსაც აღმასრულებელი დირექტორი დევიდ მარკუსი უხელმძღვანელებდა. მანამდე მარკუსი Facebook Messenger-ის შემმუშავებლების გუნდს მეთაურობდა.
„ბლოკჩეინ გუნდი - ეს Facebook-ის შიგნით ჩამოყალიბებული სტარტაპია, რომლის მიზანიც Facebook-ის მასშტაბით ბლოკჩეინ ტექნოლოგიების მუშაობის უზრუნველყოფაა. ჩვენი საბოლოო მიზანია დავეხმაროთ მილიარდობით ადამიანებს საკუთარი აქტივების შენახვაში, ინფორმაციის გავრცელებაში და ასევე სამართლიანი ფინანსური სერვისების მიღებაში“ - ნათქვამია ახალი თანამშრომლების მისაღებ განცხადებაში.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ბოლომდე არ არის გარკვეული თუ რა ბლოკჩეინ პროდუქტები იმუშავებენ Facebook-ზე, წინა განცხადებების გათვალისწინებით კომპანია „საკუთარი კრიპტოვალუტის შექმნის საკითხს სრული სერიოზულობით ეკიდება“.
Facebook-ის და Instagram-ის უშველებელი სამომხმარებლო ბაზის გათვალისწინებით, “Facebook Coin”-ი შეიძლება ერთ-ერთ ძირითად utility ტოკენად გადაიქცეს. თუმცა არსეობს ალბათობა, რომ საბოლოო ჯამში კომპანიის კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების რეპუტაცია დაარღვევს მის წარმატებულობას დეცენტრალიზირებული პლატფორმის ან ვალუტის შექმნაში.
მასალების მიხედვით sludgefeed.com
ასევე წაიკითხეთ
შეძლებს თუ არა ბლოკჩეინი Goldman Sachs-ის გადარჩენას?
Goldman Sachs არსებობის განმავლობაში ყველაზე უარეს სკანდალში გაეხვა - მრავალმილიარდიანი საერთაშორისო თაღლითობა. გამომძიებლები ამ საქმეს მალაიზიის პრემიერ-მინისტრ ნაჯიბ რაზაკს უკავშირებენ, რომელმაც თაღლითობის გზით მოპოვებული სახსრები ფუფუნების საგნებზე და ცხოვრების ექსტრავაგანტულ რიტმზე დახარჯა.
ბლოკჩეინი YouTube-ზე ცენზურის საკითხს მოაწესრიგებს
ბოლო დროს ბლოგერები სულ უფრო ხშირად აწყდებიან კონტენტის ფილტრაციის მკაცრ ალგორითმებს. უკანასკნელი წლების განმავლობაში მასალებზე ცენზურის დადების წყალობით, რომლებიც AdSense სარეკლამო პოლიტიკას არ შეესაბამებიან, პლატფორმამ ბევრი უარყოფითი გამოხმაურება დაიმსახურა.