ალტკოინების ბაზარზე ფასების შემცირებამ ჯერ მიზნობრივ მაჩვენებელს ვერ მიაღწია. საკვანძო მხარდაჭერების რე-ტესტის შემდეგ, შესყიდვები შეიძლება განახლდეს.
BCH/USD
დღევანდელი დღის მთავარ ინტრიგად რჩებოდა კითხვა - შეძლებს თუ არა Bitcoin Cash-ი 500.00 USD ნიშნულის ზემოთ. როგორც კი წყვილმა მხარდაჭერის საზღვარი გახვრიტა და მინიმუმი 495.00 USD-ს მიდამოში დაამყარა, შესყიდვების მოცულობა მკვეთრად გაიზარდა და მონეტის ფასმა ნახევარ საათში თითქმის 540 აშშ დოლარამდე ავარდა.
რვასაათიან გრაფიკულ გამოსახულებაზე შემდგომი დინამიკა როგორც BCH-ს ფასის კონსოლიდაცია ისე გამოიყურება, თუმცა პირველსაათიან თაიმ-ფრეიმზე ჩანს, რომ 500.00USD მხარდაჭერის დაბლა გარღვევა დღეს გარდაუვალია.
ვვარაუდობთ, რომ ფასი წითელ ტრენდულ ზოლს გადალახავს და დაუბრუნდება დაუნ-ტრენდის დერეფანს. მხარდაჭერის სახით, ამ შემთხვევაში, კონსოლიდაციის ყვითელი სივრცე გამოვა. ამ სივრცის ზედა საზღვრიდან მოსალოდნელია შესყიდვების ახალი ტალღა.
EOS/USD
EOS-ის ფასი ხუთდოლარიან დონისკენ აგრძელებს შემცირებას. გუშინ საღამოს მინიმუმი 5.143 USD წერტილში დამყარდა, მაგრამ დღის დასასრულისთვის 5.300 USD -სკენ გადაინაცვლა. დღეს შემცირება გაგრძელდება, მაგრამ მცირე ვაჭრობის მოცლუბის გათვალისწინებით, გარღვევის ალბათობაზე საუბარი ნაადრევია.
XLM/USD
გუშინ Stellar Lumen-ი იასამნისფერ დერეფანში ჩასვლისგან 0.260 USD დონის მხარდაჭერამ შეაკავა. ამჟამად წყვილი ამ დონის ზემოთ ცდილობს კონსოლიდაციას, მაგრამ დღის განმავლობაში Stellar Lumen-ის ფასი გახვრიტავს მხარდაჭერას და ხანმოკლე დროით შეწყვეტს ინტენსიურ კლებას 0.252 USD მიდამოში.
LTC/USD
Litecoin-მა გუშინ ფიბონაჩის ნულოვან დონისკენ განაგრძო მოძრაობა და ნოემბრის მინიმუმი 48.31- ნინულზე განაახლა. დღეს, ლაითის სანაცვლოდ 50 დოლარზე გადახტომის შემდეგ, კლება მიზნობრივ 47.05 USD დონისკენ გაგრძელდება.
ასევე წაიკითხეთ
კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, XRP/USD და ETH/USD ანალიზი 03.12.2018-სთვის
ტრადიციულად შაბათ-კვირას ბაზარი განსაკუთრებულ აქტივობას არ იჩენდა და პროგნოზირებად გვერდულ დიაპაზონში იმყოფებოდა. დინამიკა უახლოეს მომავალში შენარჩუნდება.
Stellar Lumen, Bitcoin Cash, EOS და Litecoin ანალიზი 12.12.2018
აღდგენის ფასის განახლების ალბათობა განახლებული მინიმუმების შემდეგაც შენარჩუნებულია. დღეს ალტკოინების ფასები წინააღმდეგობის მიზნობრივ დონეების მიღწევას შეეცდებიან

