შაბათ-კვირისთვის, ფასების დაკლების გამო კრიპტობაზრის გარშემო, აჟიოტაჟი იკლებს, რაც ფასებს მომდევნო მხარდაჭერის დონეებთან კონსოლიდაციის საშუალებას აძლევს.
BTC/USD

წლიური მინიმუმიდან 5199.00 USD წერტილში განთავისუფლების შემდეგ, Bitcoin-ის ფასი კონსოლიდაციას 5500 USD დონეზე აგრძელებს. ვაჭრობის საგრძნობი შემცირებისა და უმეტესობა ტრეიდერების ლოდინის რეჟიმის გამო, BTC-მ ბაზრის ვოლანტილობა შეამცირა და კონსოლიდაცია შევიწროვებად დერეფანში მიმდინარეობს.
ვვარაუდობთ, რომ უქმეებზე ბაზრის აქტიურობა შემცირდება და სავაჭრო კვირის დასრულებამდე ფასი 5500.00 USD-ს სივრცეში იქნება დაკიდებული. დათვური წნეხის აღდგენით, შესაძლებელია 5000.00 USD ფსიქოლოგიური დონის გარღვევა, ხოლო დონე, რომელსაც შეუძლია წყვილი ზრდისკენ შემოაბრუნოს 4920.00 USD გახლავთ
XRP/USD

გუშინ RIpple-ზე ვაჭრობის მოცულობა საკმაოდ მცირე იყო, შესაბამისად, ფასის ვოლანტილობა დაბალი იყო. 0.480 USD წერტილში მაქსიმუმის შემდეგ, XRP-ს ფასი 0.465 USD მიდამოში ჩაგორდა და ამ სივრცეში სცადა კონსოლიდაცია. დღეს კონსოლიდაცია გაგრძელდება და მისი დიაპაზონიც შევიწროვდება. თუ განახლებული ფასის კლება მდორე იქნება, მაშინ ფიბონაჩის ნულოვანი დონე მას შეაჩერებს. იმპულსური ხასიათის დათვური წნეხი გაარღვევს ფიბოს 0%-ს (0.450 USD) და დაკლება შეჩერდება 0.430 USD-ზე.
ETH/USD

ETH ფასის მაქსიმუმთან აღდგენის შემდეგ, გუშინდელი დღის განმავლობაში წყვილი მუდმივად იკლებდა. Ethereum-ის კაპიტალიზაციამ $17.9 მილიარდამდე დაიკლო, რაც ეთერეუმს CoinMarketCap-ის ტოპ ჩამონათვალში, მხოლოდ მესამე ადგილის ამარად დარჩენის პერსპექტივა აქვს. დღეს ღამე , ეთერმა შეძლო კონსოლიდაციაში 170.00 USD დონეზე გადასულიყო. ვვარაუდობთ, რომ ამ დონეზე წყვილი სავაჭრო კვირის ბოლომდე გაჩერდება.
ასევე წაიკითხეთ
კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, XRP/USD, ETH/USD ანალიზი 10.12.2018-სთვის
გასული კვირის დასასრულს კორექციული აღდგენის პროცესის მომსწრენი გავხდით. შეძლებენ თუ არა ფასები კვირის დასაწყისისთვის მიზნობრივ დონის მიღწევას.
კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, ETH/USD, XRP/USD ანალიზი 13.11.2018-სთვის
შეძლებს თუ არა ბაზარი გაჭიანურებული დათვური წნეხის გადალახვასა და ზრდის ტემპის დაუბრუნებას?

