გუშინდელი შთამბეჭდავი შესყიდვების მოცულობებმა ფასების ზრდა განაპირობეს და კვირის მაქსიმუმებიდან უკუსვლის შემდეგ, ბაზარი კვლავ მწვანე ზონაში იმყოფება.
BTC/USD
ფიბონაჩის 23.6% (3929.80 USD) შეხებისას კორექცია არ დასრულებულა. თითქოს, ხარებს ძალა ელეოდათ და შესყიდვის მოცულობა იკლებდა, მაგრამ გუშინდელმა შესყიდვების ახალმა ტალღამ, ბიტკოინის ფასს აიძულეს ფსიქოლოგიური 4000.00 USD-იანი დონე გაერღვია და კვირის მაქსიმუმი 4172.00 USD-ის ნიშნულზე განაახლეს.
წყვილის აღმავალ დინამიკამ მწვანე ვიწრო დერეფანი ჩამოაყალიბა, რომელსაც დიდი კუთხე გააჩნია. თუ ასეთი დინამიკა კიდევ ერთი დღე მაინც შენარჩუნდება, მაშინ ამ დერეფნის საზღვრებში 4400.00 USD-ის წინააღმდეგობის დონის რე-ტესტია შესაძლებელი, რომლის გვერდითაც ფიბოს 38.2% იმყოფება. მაგრამ ტრენდული ხაზის ზედმეტად ციცაბო დახრილობა, შეიძლება კვირის "თამამი" მაქსიმუმებიდან ნაადრევ უკუსვლას ნიშნავდეს. რვასაათიან და ოთხსაათიან გრაფიკზეც სტოჰასტიკის ინდიკატორები გადამყიდველობის სივრცეში მდებარეობენ და ისინიც ნაადრევი ფასის კლებაზე მიგვითითებენ.
თუ ოთხი ათასიანი მხარდაჭერა ბიტკოინის ფასს დაკლებისგან დაიცავს, მაშინ უკუსვლა 4400.00 USD-ის რე-ტესტისთანავე დაიწყება.4000.00 USD-ის მხარდაჭერის ქვემოთ ჩასვლით - მწვანე დერეფნის ქვედა საზღვრის გადალახვას და 3750.00 USD-ის შემოწმებას აიძულებს.
XRP/USD
გუშინ, 0.350 USD-ის მიდამოში მოკლევადიანი კონსოლიდაციის შემდეგ, Ripple-ს ფასი შეეცადა "ფინტი" სახელწოდებით "0.400 USD წინააღმდეგობის რე-ტესტი" გაემეორებინა. მცდელობა იმაზე უარესი აღმოჩნდა ვიდრე წინა და წყვილმა კვირის მაქსიმუმის 0.392 USD-ის განახლება ვერ შეძლო. ღრმა უკუსვლიდან ფასს მწვანე 0.370 USD-ის დონე იცავს, მაგრამ თუ დათვები მას გადაწონიან, მაშინ წყვილი მაინც დაუბრუნდება ჩვენი 0.330 USD-ის მიზნობრივ დონეს, რომელსაც ჩვენს გუშინდელ პროგნოზში განვიხილავდით.
ETH/USD
100.00 USD-ის ფსიქოლოგიურმა დონემ, გუშინ Ethereum-ს მხარდაჭერა გაუწია, ხოლო შესყიდვების საკმაოდ დიდმა მოცულობამ ETH-ს ფასი აიძულა ფიბოს 23.6% (114.43 USD) გადაელახა და უკვე შემცირებად მოცულობებზე, კვირის მაქსიმუმის განახლება 118.94 USD-ის დონეზე. როგორც ჩანს, ამ მაქსიმუმზე წყვილი დაკლებისკენ შემობრუნდა და 107.00 USD-ის მხარდაჭერასთან შეჩერდა.
*ყველა ფასის მოცემულობა ბირჟა Bitstamp-ის მონაცემების გამოყენებით.
ასევე წაიკითხეთ
კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, ETH/USD, XRP/USD ანალიზი 09.11.2018-სთვის
კვირის მაქსიმუმიდან დაღმასვლამ შემობრუნების დონეს მიაღწია, მაგრამ აღდგენის პროცესი საკმაოდ ინერტულად მიმდინარეობს, თანაც დაბალ მოცულობაზე. მოვლენების განვითარების შესაძლო ვარიანტებს დღევანდელი Bitcoin-ის, Etherium-ისა და Ripple-ს კურსის პროგონოზის მიმოხილვაში მოგიყვებით.
კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, XRP/USD და ETH/USD ანალიზი 13.12.2018-სთვის
რა მომენტამდე შენარჩუნდება ფასის აღდგენა მიზნობრივი წინააღმდეგობის დონეებთან და რა არის დაუნ-ტრენდის გაგრძელების ნიშანი? შევეცდებით გავარკვიოთ დღევანდელ მიმოხილვაში.

