ფინანსური გიგანტი Visa ციფრული აქტივების ბაზარზე გასვლას არ ჩქარობს. გადაცემა Mad Money-ის მსვლელობისას, რომელიც ეთერში CNBC-ზე გადის, Visa-ს გენერალურმა დირექტორმა ალფრედ კელიმ ციფრულ ინდუსტრიაში კომპანიის სამომავლო გეგმები განიხილა. მისი თქმით, უახლოეს მომავალში კრიპტოვალუტები Visa-სთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ კომპანია კრიპტოვალუტური ფუნქციების დანერგვისთვის მზადაა, თუკი ციფრული მონეტები მომავალში უფრო სტაბილური და გავრცელებული იქნება.
კელიმ განაცხადა, რომ მისი აზრით, ბაზარი საკმაოდ განვითარებულად შეიძლება მაშინ ჩაითვალოს, როდესაც ციფრული ვალუტები საქონლის სახით არ იქნება განხილული და გადახდის საშუალებად იქცევა.
მან ასევე აღნიშნა, რომ როდესაც ფინანსური ბაზარი კრიპტოვალუტებისკენ მოძრაობას დაიწყებს, Visa მსვლელობას შეუერთდება, ვინაიდან კომპანია გადახდების ნებისმიერი ნაკადის ცენტრში ყოფნისკენ ისწრაფვის, ამ ნაკადში გამოყენებული ვალუტის მიუხედავად. პტოვალუტის ბაზარი მდგრადი არ არის, მხოლოდ 2018 წლის ოქტომბერში მან საკუთარი ღირებულების $18 მილიარდი დაკარგა.
კრიპტოვალუტის ბაზარზე კომპანიის გასვლის გეგმები შესაძლოა ბლოკჩეინ ტექნოლოგიების ბაზაზე არსებული წარმოების შესახებ MasterCard-ის განცხადებებზე ერთგვარი პასუხი გახდეს.
მასალების მიხედვით https://btcmanager.com
ასევე წაიკითხეთ
SWIFT-ი ბლოკჩეინზე ახალ სისტემას ტესტავს
ბლოკჩეინზე ბანკთაშორისი ფინანსური სისტემა SWIFT-ის ახალი საპილოტე ვერსია ამოქმედდა. ის მოძველებული სისტემების ხარვეზების და შეცდომების გამო გადახდებში არსებული შეფერხებების აღმოფხვრისათვის არის გამიზნული.
Western Union-ი კრიპტოვალუტური სერვისების დანერგვას განიხილავს
ფინანსურ ბაზარზე ბევრი სტარტაპი გამოჩნდა, რომლებიც მომხმარებელს ფულადი გზავნილების განხორციელებას კრიპტოვალუტის გამოყენებით სთავაზობს. მიუხედავად ამისა, Western Union-ი აცხადებს, რომ მრავალწლიანი გამოცდილება, შეულახავი რეპუტაცია და საკითხის სიღრმისეული ცოდნა, მათ ამ ბაზარზე ლიდერებად აქცევს.