კრიპტოვალუტის ცნობილი კომპანია TRON Foundation საკუთარი ტოკენის TRON (TRX) წინ წაწევისთვის ყველა საშუალებას იყენებს. Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებულმა, კონტენტის შექმნის, შეთავაზებისა და გადაცემის პლატფორმამ დიდი თევზი დაიჭირა და მისი მეშვეობით ფულის შოვნასაც აპირებს.
დღეს კომპანიამ ჩინურ საძიებო გიგანტ Baidu-სთან ღრუბლოვანი გამოთვლების ტექნოლოგიის გამოყენების მიმართულებით პარტნიორული შეთანხმება გააფორმა, რითიც საზოგადოება უმალ გამოაცოცხლა.
12 ოქტომბერს კომპანია TRON Foundation-ის გენერალურმა დირექტორმა ჯასტინ სანმა ინტრიგის შენარჩუნება გადაწყვიტა და ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ კომპანიამ პარტნიორობის გაფორმება მსხვილ კომპანიასთან გადაწყვიტა, რომელიც რამდენიმე მილიარდ დოლარადაა შეფასებული.
კომპანია TRON Foundation შესანიშნავ მარკეტინგულ სტრატეგიებს იყენებს და საკუთარი ტოკენის ფასის გაზრდის შანსს ხელიდან არ უშვებს. Baidu-სთან პარტნიორობის გაფორმება სწორედ ერთ-ერთ ასეთ შანსს წარმოადგენს. უფრო მეტიც, ამ ოინზე ინვესტორებმა თვალი დახუჭეს.
როგორც კი საზოგადოებამ შეიტყო, კონკრეტულად ვისთან გააფორმა კომპანიამ პარტნიორობა, TRX-ის ფასი ეგრევე 10%-ით გაიზარდა.
«TRON ინტერნეტ-მომსახურეობის გიგანტ Baidu-სთან ძალისხმევას გააერთიანებს და blockchain-ზე გადაწყვეტილებების შეთავაზებას განაგრძობს, რათა ტექნოლოგია როგორც მომხმარებლებისთვის, ისე კომპანიებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს», - ამის შესახებ კომპანია ტვიტერის საკუთარ გვერდზე იუწყება.
თუმცა, აღმოჩნდა, რომ პარტნიორობას ბლოკჩეინ ტექნოლოგიასთან საერთო არაფერი აქვს და კომპანია Baidu-ს მიერ კომპანია TRON Foundation-ისთვის ღრუბლოვანი ტექნოლოგიების რესურსების მიწოდებას ეხება. ტვიტერის ბევრმა მომხმარებელმა კომპანიის ქცევას მიუღებელი და შეცდომაში შემყვანი მარკეტინგული ტაქტიკა უწოდა.თუმცა, აღმოჩნდა, რომ პარტნიორობას ბლოკჩეინ ტექნოლოგიასთან საერთო არაფერი აქვს და კომპანია Baidu-ს მიერ კომპანია TRON Foundation-ისთვის ღრუბლოვანი ტექნოლოგიების რესურსების მოწიდებას ეხება. ტვიტერის ბევრმა მომხმარებელმა კომპანიის ქცევას მიუღებელი და შეცდომაში შემყვანი მარკეტინგული ტაქტიკა უწოდა.
თუმცა, აღმოჩნდა, რომ პარტნიორობას ბლოკჩეინ ტექნოლოგიასთან საერთო არაფერი აქვს და კომპანია Baidu-ს მიერ კომპანია TRON Foundation-ისთვის ღრუბლოვანი ტექნოლოგიების რესურსების მიწოდებას ეხება. ტვიტერის ბევრმა მომხმარებელმა კომპანიის ქცევას მიუღებელი და შეცდომაში შემყვანი მარკეტინგული ტაქტიკა უწოდა.
მასალების მიხედვით https://koinalert.com
ასევე წაიკითხეთ
ბიტკოინები აუქციონის წესით გაიყიდება
შეერთებული შტატების მარშალთა სამსახურმა აუქციონის შესახებ შეტყობინება გაავრცელა, რომელზეც $4.3 მილიონის ღირებულების ბიტკოინები გაიყიდება.
Kraken: Bitcoin Cash SV-ში ინვესტიცია, დიდ რისკს უკავშირდება
სან-ფრანცისკოში დაფუძნებული კრიპტობირჟა Kraken-ი, ერთ-ერთი უმსხვილესი და უსაფრთხო პლატფორმა, მომხმარებლებს ტოკენ Bitcoin Cash SV (BCH SV)-ით ვაჭრობასთან დაკავშირებულ რისკების შესახებ აფრთხილებს და აცხადებს, რომ ფორკი ბირჟის მიერ მოთხოვნილ ყველა ლისტინგურ მოთხოვნას არ ასრულებს.