შეერთებული შტატების მარშალთა სამსახურმა აუქციონის შესახებ შეტყობინება გაავრცელა, რომელზეც $4.3 მილიონის ღირებულების ბიტკოინები გაიყიდება.
აუქციონის ფონდი დაახლოებით 660 BTC შეადგენს, ხოლო მონაწილეობისათვის აუცილებელი დეპოზიტი $200 000-ს შეადგენს. აუქციონზე გამოტანილი ყველა ციფრული მონეტა კრიმინალური, სამოქალაქო და ადმინისტრაციული დამნაშავეთა აქტივებიდან კონფისკაციის პროგრამის ფარგლებში იქნა ამოღებული.
ვაჭრობა - А (6 ბლოკი, თვითოეულში 100 ბიტკოინი) და B (1 ბლოკი 60 ბიტკოინით) სერიებად იქნება გაყოფილი. ვაჭრობის მონაწილეებს ერთმანეთის ფსონების ნახვის საშუალება არ ექნებათ. ასევე, განაცხადის გაკეთების შემდეგ, ფსონს ვერ შეცვლიან. აუქციონში მონაწილეთა მსურველებმა განაცხადი წინასწარ - 22-დან 31 ოქტომბრამდე უნდა გააკეთონ.
მყიდველები ვერ გააკეთებენ ფსონს, თუ მათ წინასწარ არ ექნებათ წარდგენილი ყველა საჭირო დოკუმენტი და არ მიიღებენ იმის დასტურს, რომ მათ აქვთ ბიტკოინის ყიდვის სამართლებრივი უფლება. იმ მონაწილეებს, რომლებსაც სურვილი იქნებათ რამოდენიმე ბლოკში ფსონების გაკეთება, დამატებითი პროცედურები უნდა გაიარონ და დამატებითი თანხებიც შემოიტანონ.
ონლაინ-აუქციონი ორშაბათს, 2018 წლის 5 ნოემბერს 8:00-დან 14:00-მდე (EST) ჩატარდება. ის ფსონები, რომელიც აუქციონის დაწყებამდე ან დასრულების შემდეგ იქნება გაკეთებული - განხილული არ იქნება.
აშშ-ს მარშალთა სამსახური მნიშვნელოვან როლს თამაშობს უკანონონო ქმედებების შედეგად მიღებული აქტივების აღმოჩენისა და შეფასეის საკითხში და, ასევე, მარშალთა სამსახური იმ აქტივებს ყიდის, რომლებიც იუსტიციის სამინისტრომ ამოიღო ან კონფისკაცია მოახდინა. ამ აქტივების გაყიდვებიდან მიღებული თანხა მარშალთა სამსახურის უზრუნველსაყოფად, დაზარალებულთა კომპენსაციების გადასახდელად და სამართალდამცავი ორგანოების სხვადასხვა აქციების დაფინანსებას მოხმარდება.
მასალების მიხედვით https://www.cryptoglobe.com
ასევე წაიკითხეთ
რუმინულ კრიპტოვალუტურ ბირჟა CoinFlux-ს პრობლემები შეექმნა
ადგილობრივი ახალი ამბების წყაროებზე დაყრდნობით, რამდენიმე დღის წინ რუმინული კრიპტოვალუტური ბირჟა CoinFlux-ის, გენერალური დირექტორი ვლად ნისტორი დააკავეს, რომელსაც ახლო მომავლში აშშ-ში ექსტრადირება ელოდება.
Kraken: Bitcoin Cash SV-ში ინვესტიცია, დიდ რისკს უკავშირდება
სან-ფრანცისკოში დაფუძნებული კრიპტობირჟა Kraken-ი, ერთ-ერთი უმსხვილესი და უსაფრთხო პლატფორმა, მომხმარებლებს ტოკენ Bitcoin Cash SV (BCH SV)-ით ვაჭრობასთან დაკავშირებულ რისკების შესახებ აფრთხილებს და აცხადებს, რომ ფორკი ბირჟის მიერ მოთხოვნილ ყველა ლისტინგურ მოთხოვნას არ ასრულებს.