თუ თქვენ გაქვთ ბიტკოინები დასახარჯათ, ამის გაკეთება ლონდონის ახალ პაბში სიამოვნებით შეგიძლიათ. კომპანია BrewDog-მა ახალი ობიექტი ლონდონის საქმიან კვარტალ კანერი-უორფზე გახსნა და ამ ბარის სტუმრებს გადახდა ბიტკოინების საშუალებით შეუძლიათ.
კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ლუდის ფასი ყოველდღე შეიცვლება ბრიტანეთის წამყვანი საფონდო ბირჟის FTSE 100-ის ინდექსის შესაბამისად. ბარის დახლის თავზე დაკიდებული იქნება ელექტრონული ტაბლო, რომელიც ბოლო დღის ვაჭრობის შედეგებს და ასევე ბიტკოინის ფასთა ცვლილებებს უჩვენებს.
კომპანია BrewDog-ის თანადამფუძვნებელი ჯეიმს უოტი ამბობს: “ჩვენ ყოველთვის ვამაყობთ ჩვენი ახალი ტექნოლოგიების მომართ მისწრაფებებით. ჩვენ ეს ყველაფერი გავაკეთეთ ლუდის შემთხვევაში, გავაკეთეთ ეს ჩვენს ბიზნეს-მოდელთან მიმართებაში. ახლა კი ვაფუძნებთ ლუდისთვის გადახდის ახალ საშუალებას. ჩვენი ბარი კანერი-უორფზე არის საგადასახადო რევოლუციის სიმბოლო!”
საბედნიეროდ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ არ გაქვთ კრიპტოვალუტა, ამ დაწესებულებაში ნებისმიერი სხვა ტრადიციული გადახდის საშუალება შეგიძლიათ აირჩიოთ.
ასევე წაიკითხეთ
არნახული სიკეთე, როგორც ბიტკოინის რეკლამა
ვონ ჩინგ კიტმა, 24 წლის კრიპტო-მილიონერმა, რომელსაც Mr. Coin-ად უფრო იცნობენ, ჰონკონგის ერთ-ერთ არაპრესტიჟულ რაიონში „ფულის წვიმა“ მოაწყო. მან ჰონკონგის ერთ-ერთი მაღალსართულიანი სახლის სახურავიდან ჰონკონგური დოლარის ქაღალდის კუპიურები გადმოყარა და ის პოლიციამ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის დააკავა.
ინგლისის ბანკმა დაადგინა თუ რომელი გადახდის ფორმები ურჩევნია მომხმარებელს
მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წელს კრიპტოვალუტურმა ბაზარმა დიდი ზარალი განიცადა, რომელიც წლის ბოლოსკენ მხოლოდ გაიზარდა, ბევრი მაჩვენებელი ისეთი როგორც მაგალითად Google Trend-ი თვალნათლივ ასახავს, რომ კრიპტოვალუტა მსოფლიოში კვლავინდებურად პოპულარულია.