მიმდინარე კვირას პლატფორმა DASH-მა, 24 საათის განმავლობაში საკუთარი ქსელის გამტარიანობის მოცულობის გაგებისთვის, სტრეს-ტესტი ჩაატარა. ოპერაცია პოპულარული საფულე MyDashWallet-ის შემქმნელმა კომპანიამ Delta Engine-მ ჩაატარა.
კვირას ტესტის დაწყების შემდეგ, ერთ დღე-ღამეში DASH-მა სამი მილიონი ტრანზაქცია შეასრულა.
სიტყვა DASH-ის უკან ერთდროულად „ციფრული ფულის“ (digital cash) აბრევიატურა და ინგლისურ ენაში არსებული სემანტური მნიშვნელობა იმალება, რომელიც სისწრაფეს, მისწრაფებულობას, ნახტომს ნიშნავს.
რეკორდით კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა გარემოებას, რომ კომპანიისთვის სწორი სახელის შერჩევას არც თუ პატარა მნიშვნელობა აქვს.
კვირას დაწყებულმა ტესტმა DASH-ის წლის დასაწყისში დამყარებული წინა რეკორდი გააუმჯობესა, რომელიც დღე-ღამეში განხორციელებულ 464 000 ტრანზაქციას მოიცავდა. სამი მილიონი ტრანზაქცია 24 საათში - Bitcoin-ის ქსელის კრიპტოვალუტების უმეტესი ნაწილისთვის ეს აბსოლუტური რეკორდია.
კრიპტოვალუტა DASH-ი Bitcoin-ის ფორკია, შესაბამისად იგი Bitcoin-ის მსგავს არქიტექტურას იყენებს, თუმცა მცირედით მისგან განსხვავდება და Bitcoin-ტრანზაქციების ისტორია არ აქვს. ბევრი კრიპტოვალუტა ანალოგიურ სტურქტურას ეფუძნება. მიღწეული შედეგი DASH-ის დიდ წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს.
წინა რეკორდი კრიპტოვალუტა Bitcoin Cash-ს (BCH) ეკუთვნის, რომელმაც წლის დასაწყისში ჩატარებული სტრეს-ტესტისას, 24 საათის განმავლობაში 2 მილიონი ტრანზაქცია შეასრულა.
აღსანიშნავია, რომ DASH-ის ბლოკის სიდიდე (2 მეგაბაიტი) მის წარმადობას არ ზღუდავს. Bitcoin-თან შედარებით, რომელიც როგორც წესი 24 საათში 200 000-300 000 ტრანზაქციას ამუშავებს, ეს ორჯერ მეტია.
მასალების მიხედვით cryptoglobe.com
ასევე წაიკითხეთ
სამი ძირითადი წესი კრიპტოვალუტის შეძენისას
როდესაც თქვენ უძრავი ქონების, აქციების ან, თუნდაც, ოქროს შეძენას აპირებთ, როგორც წესი, ბაზრისა და მისი პოტენციალის შესწავლას დაიწყებთ. საკმაოდ ბევრი ინფორმაციის მოძიება მოგიწევთ, რათა მუშაობის პრინციპში და, ასევე მასთან დაკავშირებულ რისკებში გაერკვეთ. როგორც ერთხელ უორენ ბაფეტმა თქვა " არასდროს არ ჩადოთ ინვესტიცია იმაში, რაც არ გესმით".
შეძლებენ თუ არა ბანკირები ბიტკოინის ფასის გაზრდას?
ინსტიტუციონალური ინვესტორები კრიპტოვალუტურ ბაზარზე გადიან, მსხვილი ტრეიდერები მათ გლობალურ ხასიათს თვალყურს ადევნებენ, რათა შესყიდვის ან გაყიდვის მომენტი არ გამოეპაროთ.