წინა დღეებში, აშშ-ს კომპანიამ ბანკროტად გამოაცხადა თავი და აღიარა ვალების გადახდის შეუძლებობა. სასამართლო დოკუმენტაციის თანახმად კომპანია Giga Watt-ის აქტივები 50 ათას დოლარად ფასდება, ვალი კი დაახლოებით 50 მილიონ დოლარამდეა, გარდა ამისა კომპანიას 50-ზე მეტი კრედიტორი ჰყავს, რომლებიც ვალების დაბრუნებას ელოდებიან
გაკოტრების, გარდა, დუგლასის რაიონის სასამართლოს მიერ დადგენილების მიხედვით, მაინინგის კომპანიას ქონების კონფისკაცია ელის.
Giga Watt-ის მმართველი დირექტორი ჯორჯ ტერნერი, აცხადებს, რომ გაკოტრების სარჩელი, დირექტორთა საბჭოს მიერ მისი ჩარევის გარეშე იყო შეტანილი .
კომპანია Giga Watt-ი, ადრე ცნობილი როგორც MegaBigPower-ი, მაიკროსოფტის ყოფილი ინჟინერ-პროგრამისტის დეივ კარლსონის მიერ 2012 წელს შეიქმნა. 2017 წელს კომპანიამ ICO ჩაატარა. კომპანია Giga Watt-ის ტოკენებს მაინინგის ფერმის მშენებლობისთვის სახსრები, "30 მეგავატზე მეტი ენერგიის გამოყენებით", ასევე კერძო ენერგო ქვესადგურის მშენებლობისთვის უნდა შეეგროვებინა.
2017 წლის მარტში დეივ კარლსონმა განაცხადა, რომ კომპანიის ICO-ს ჩასატარებლად, არ სჭირდება აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში რეგისტრაცია. 2018 წლის მარტში იურიდიულმა ფირმა Silver Miller-მა, ფედერალურ სასამართლოში ICO-ს მიმართებაში სარჩელი შეიტანა, იმის მტკიცებით, რომ კომპანია Giga Watt-მა სათანადო ორგანოებში რეგისტრაციის გარეშე კრიპტომოპოვების ბიზნესში ინვესტიციების გაყიდვით, ფასიანი ქაღალდების კანონი დაარღვია.
მასალების მიხედვით cointelegraph.com
ასევე წაიკითხეთ
RazerSoftMiner კომპიუტერის უქმად ყოფნის დროს მაინინგისთვის იყენებს
გუშინ კომპანია Razer-მა კომპიუტერებისთვის ახალი დანართის გაშვება დააანონსა. დანართი გეიმერების უქმად მყოფი ძლიერი კომპიუტერების GPU-ს სიმძლავრეებს კრიპტოვალუტის მაინინგისთვის იყენებს.
Monero-ს 90% უკვე მოპოვებულია. ეს რას ნიშნავს?
2022 წლის 31 მაისისთვის Monero-ს მიმოქცევაში 18.4 XMR-ი ექნება. პროექტმა მაინინგით ამ თანხის 90%-ზე მეტი მოიპოვა.