სულ რაღაც ერთი დღით ადრე, Bitcoin Cash-ის კრიპტოვალუტური ბაზრის კაპიტალიზაცია ფორკამდე $200 მილიარდ დოლარს ჩამოსცდა.
ჯერ კიდევ 7 ნოემბერს მისი ღირებულება $220 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული და მრავალი ხარი თვლიდა, რომ ბიტკოინის ფასს შეეძლო MA 200 გადაელახა და გრძელვადიან პერსპექტივაში მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწევდა, რომელიც წინა წლის დეკემბერში დამყარდა.
ეს პერსპექტივა არ გამართლდება, ამიტომ ოთხშაბათს კრიპტოვალუტურმა ბაზარმა ნელა, მაგრამ გარდაუვალი ფასის კლება დაიწყო. ჯერ კიდევ ჰარდფორკის დაწყებამდე, Bitcoin Cash-მა ცოტა ხნის წინ მოგროვებული მთლიანი შემოსავალი დაკარგა და ყველა პოზიტიური ამბის მიუხედავად, რაც მოსალოდნელ ღონისძიებას დაჰყვებოდა, ტოპში მეოთხე ადგილზე დაენარცხა.
მიუხედავად იმისა, რომ ყველა მაღალი კაპიტალიზაციის მქონე კრიპტოვალუტამ შემცირება განიცადა, Bitcoin Cash-მა ყველაზე უარესი შედეგი გვიჩვენა. თუ არ ჩავთვლით სთეიბლკოინებს, 100 საუკეთესო კრიპტოვალუტიდან მხოლოდ სამმა შეძლო დოლარის მიმართ ფასის შენარჩუნება, ხოლო 10 უმსხვილესი კრიპტოაქტივიდან 7 მინიმუმ 11%-ით დაეცა.
საერთო ჯამში, კრიპტოვალუტის საბაზრო კაპიტალიზაცია ბოლო 24 საათის განმავლობაში $19 მილიარდზე მეტით დაეცა და ის აღწერის პერიოდში $192 მილიარდათ არის შეფასებული - ეს ყველაზე დაბალი ფასია ამ წლის სექტემბრის შუა რიცხვების მერე.
ამ პროცესის საინტერესო თავისებურება ისაა, რომ ვერანაირ ნეგატიურ მოვლენას ვერ ვუკავშირებთ.
ასევე წაიკითხეთ
Bitcoin Cash-ის მომავალი აპოკალიფსურია
თავდაპირველად, ნოემბრის დასაწყისში, Bitcoin Cash (BCH)-ის ფასი იზრდებოდა. ინვესტორები მოსალოდნელი ფორკის დაწყებამდე აქტივებს აგროვებდნენ, რადგან გაყოფის შემდეგ მათ ახალი კრიპტოვალუტა BSV გადაეცემოდათ საჩუქრად. მაშ რატომ დაეცა ფასი 81%-ით ?
სტენლი იუნგი: CBDC-ს აქვს მსოფლიო ფინანსური სისტემის კრახის შეჩერების შესაძლებლობა
მიმდინარე კვირაში ციფრული აქტივების და ბლოკჩეინ-ტექნოლოგიების მომავალი ადგილსამყოფელის განსაზღვრასთან დაკავშირებით, მსოფლიო ფინანსურ სისტემაში, ცხარე დისკუსიები გაიმართა. სინგაპურში ორგანიზებული ფესტივალის Fintech-ის ფარგლებში, მოცემული სისტემის ბევრი ავტორიტეული წარმომადგენელი, რომელიც მსოფლიო ფინანსური პოლიტიკის ფორმირებაში მონაწილეობას, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი აზრი გამოთქვეს.