უზბეკეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ სადაო საკითხებს საარბიტრაჟო სასამართლოში განიხილავს. ტაშკენტის საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრს (TIAC) ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატა უხელმძღვანელებს. პრეზიდენტის შავკატ მირზიევის განკარგულებით მოცემულ პლატფორმას ინვესტიციებთან, საკუთრების აქტუალობასთან და კრიპტოვალუტურ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ უთანხმოებების მოგვარებისთვის გამოიყენებენ.
TIAC-ი საერთაშორისო საარბიტრაჟო სტანდარტებს დაეყრდნობა. ის, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ მის ფარგლებს გარეთ დარეგისტრირებული კომპანიების პრობლემურ საკითხებსაც განიხილავს. გამოცემა Gazeta.uz-ს ინფორმაციით,, არბიტრების პოზიციებზე, როგორ უზბეკეთის, ასევე უცხო ქვეყნების მოქალაქეები დაინიშნებიან.
ცენტრი ცენტრალური აზიის რეგიონში მოქმედ საწარმოებს და უცხოურ ინვესტორებს საკონსულტაციო მომსახურებას გაუწევს. საარბიტრაჟო ტრიბუნალის მთავარი ფუნქცია იურიდული უთანხმოებების მოგვარებისკენ იქნება მიმართული. კანონის ფარგლებში, გადაწყვეტილებების მისაღებად, არბიტრებს შუამავლების და სხვა იურიდიული ბერკეტების გამოყენების უფლება მიეცემათ.
წამყვანი საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარი სამეთვალყურეო საბჭო, საარბიტრაჟო ცენტრებს, საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, მუშაობაში დაეხმარება. პრეზიდენტ მირზიევმა უზბეკეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატას ერთი თვის ვადაში „საერთაშორისო არბიტრაჟის შესახებ“ კანონპროექტის შემუშავება დაავალა. სამომავლოდ, TIAC-ი სწორედ ამ დოკუმენტს დაეყრდნობა.
უზბეკეთის მთავრობა აგრძელებს კრიპტოვალუტურ სექტორში, რეგულაციების შემოტანის მცდელობების, პრაქტიკულ განხორციელება.
ივლისში გამოსული პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, კრიპტოვალუტური ტრანზაქციების, ბლოკჩეინ ტექნოლოგიების და მაინინგის ლეგალიზაცია მოხდა. ორ სახელმწიფო კომპანიას - „უზბეკენერგო“ და „უზბეკჰიდროენერგო“-ს მირზიევმა მაინინგ-პულების განთავსებისთვის საწარმოო მასშტაბების მიწების გამოყოფა დაავალა.
საარბიტრაჟო ცენტრის შექმნის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, პოსტ-საბჭოთა სივრცეში უზბეკეთი, რიგით მეორე სახელმწიფო გახდა, რომელიც კრიპტოვალუტურ სფეროში არსებული უთანხმოებების რეგულირების იურიდიული მექანიზმის დანერგვას ცდილობს.
მასალების მიხედვით news.bitcoin.com
ასევე წაიკითხეთ
სამხრეთ კორეის იურისტები კრიპტოვალუტების მხარეს დადგნენ
სამხრეთ კორეის იურისტები დაჟინებით ითხოვენ, რომ მთავრობამ კრიპტოვალუტებისა და ინვესტორების დაცვის მიმართულებით კანონები შეიმუშავოს.
იაპონია და კრიპტოვალუტები: უნიკალური სიტუაცია
იაპონია ის ადგილია, სადაც კრიპტოვალუტა გაჩნდა, ადგილი, სადაც Bitcoin.com-ის შტაბ-ბინა მდებარეობს და სადაც პირველი კრიპტოვალუტის გამცვლელი პუნქტი MtGox გაჩნდა. იდუმალებით მოცული, ბიტკოინის შემქმნელის სატოში ნაკამატოს სამშობლოც აქ არის. ამ ყველაფრის მიუხედავად, აღმომავალი მზის ქვეყანაში ციფრული მოძრაობის განვითარება დასავლეთისთვის საიდუმლოდ რჩება.