G20 სამიტი საბოლოო დეკლარაციის ხელმოწერით დაიხურა. დეკლარაციაში კრიპტოინდუსტრიისთვისაც გამოინახა ადგილი. მსოფლიოს ლიდერები ციფრული ტექნოლოგიების პერსპექტიულობაზე და მათი საქმიანობის გლობალური დარეგულირებისთვის გაერთიანებაზე თანხმდებიან.
ოცეულის ლიდერები კრიპტოინდუსტრიის გადასახადების დაკისრების ტრანსასაზღვრო სისტემის შექმნაზე და მრავალეროვანი კორპორაციების მხრიდან გადასახადების თავიდან აცილების წინააღმდეგ ზომების მისაღებად თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
კერძოდ, ხელმოწერილი დეკლარაციის 25-ე პუნქტი, გლობალურ ფინანსურ სისტემას და ფინანსურ სექტორში ციფრული ტექნოლოგიებიდან პოტენციურ მოგებაზე არის საუბარი. პუნქტში ასევე ხაზგასმულია მათი რეალიზაციის საკითხები და ინოვაციების დანერგვის შედეგად რისკების შემსუბუქების საკითხი. ზოგადად, დოკუმენტის ფორმულირება კრიპტოინდუსტრიისადმი დაბალანსებული მიდგომის შთაბეჭდილებას ჰქმნის. გარდა ამისა, აღინიშნება, რომ ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა გლობალური ეკონომიკის სასიკეთოდ შეიძლება იმუშავოს. ამ ყველაფერთან ერთად, წინა პლანზე დგას ციფრული ვალუტის გამოყენებისას გადასახადების თავიდან აცილებისა და ფულის გათეთრების პრობლემები და მათი პროგრამა FATF-ს მეშვეობით შესწავლა და განხილვა გაგრძელდება.
აქედან გამომდინარე, დეკლარაციის შემდგომი პუნქტი თანამედროვე საერთაშორისო საგადასახადო სისტემას ეძღვნება.
პუნქტში მტკიცდება, რომ საგადასახადო პოლიტიკის ზოგიერთი ასპექტი თავის აქტუალურობას კარგავს, რადგან, ახალი ეკონომიკის პირობებში, ციფრული ტექნოლოგიები ფიზიკურ საზღვრებს შლიან. მაგალითად, სახელმწიფო უცხოურ კომპანიას გადასახადებს ვერ აკისრებს, თუ მას ქვეყნის ტერიტორიაზე ფიზიკური წარმომადგენლობა არ ჰყავს.
სამიტის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ დამოუკიდებლად შეიმუშავებენ აღნიშნული საკითხების მოგვარების გზებს და 2019 წელს იაპონიაში გამართულს სამიტზე განიხილავენ. კრიპტოინდუსტრიის საგადასახადო სისტემის მოწესრიგება და დარეგულირების საერთაშორისო პოლიტიკის საკითხების საბოლოოდ დასრულება 2020 წლის ერ-რიდში გამართულ G20 სამიტზე იგეგმება.
ასევე წაიკითხეთ
ესპანეთმა კანონპროექტი დაამტკიცა, რომლის თანახმად მოქალაქეები ვალდებულნი არიან ციფრული აქტივების შესახებ ინფორმაცია გამოააშკარაონ
ესპანეთის მასობრივი საშუალებების ცნობით, ესპანეთის მინისტრთა საბჭომ თაღლითობასთან ბრძოლის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა, რომლის თანახმად, ესპანეთის მოქალაქეები ვალდებულნი არიან ყოველწლიურად დაადეკლარირონ ციფრული აქტივები, რომლებსაც ქვეყნის შიგნით და გარეთ ფლობენ. ამგვარად, კრიპტოვალუტით მიღებული მოგება საგდასახადო სამსახურში აისახება, რაც არ ხდებოდა და არ რეგულირდებოდა რაიმე კანონით.
უზბეკეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ საკითხს საარბიტრაჟო სასამართლოში განიხილავს
უზბეკეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ სადაო საკითხებს საარბიტრაჟო სასამართლოში განიხილავს. ტაშკენტის საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრს (TIAC) ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატა უხელმძღვანელებს. პრეზიდენტის შავკატ მირზიევის განკარგულებით მოცემულ პლატფორმას ინვესტიციებთან, საკუთრების აქტუალობასთან და კრიპტოვალუტურ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ უთანხმოებების მოგვარებისთვის გამოიყენებენ.