ხუთშაბათს, კრიპტოვალუტურმა ბირჟა KuCoin-მა განაცხადა, რომ თავისი პლატფორმიდან 6 ტოკენის წაშლას აპირებს. კერძოდ: EncrypGen (DNA), Publica (PBL), ქსელი Raiden (RDN) ტოკენი, Monetha (MTH), Blockmason Credit Protocol (BCPT) და ტოკენი Gladius (GLA).
არსებული ინფორმაციით, ბირჟის დადგენილი ნორმების თანახმად, ამ ტოკენებთან დაკავშირებული პროექტები დისკვალიფიცირებულები არიან. დისკვალიფიკაცია შესაძლებელია შემდეგი მიზეზებით: დაბალი ლიკვიდურობა, გადახდისუუნარობა, ბანკროტი, KuCoin-ს აუდიტის ნეგატიური შედეგი, ანგარიშის წარდგენის ვადის გადაცილება და ნებისმიერი სხვა მიზეზი, რომელსაც ბირჟა KuCoin-ი დააწესებს.
დეპოზიტები და გადადებული ორდერები 2018 წლის 22 ნოემბერს 22:00-ზე (საერთაშორისო საკოორდინაციო დროით (UTC)). დაკავშირებული სავაჭრო წყვილები 2018 წელს 23 ნოემბერს 14:00-ზე (UTC) დაიხურება. ბირჟა KuCoin-დან წაშლილი ტოკენების მოხსნა შესაძლებელი იქნება 2019 წლის 23 ნოემბრიდან 18:00 (UTC). თუ თქვენ აღნიშნული ტოკენები გაქვთ, გირჩევთ ისინი დადგენილ ვადამდე მოხსნათ.
ცოტა ხნით ადრე ამავე ბირჟამ განაცხადა, რომ არსებულ წყვილებში გარკვეულ ცვლილებებს შეიტანს.
2018 წლის 20 ნოემბერს შემდეგი სავაჭრო წყვილი დაემატა:
Deep Brain Chain (DBC) /NEO [DBC/NEO]
EOS/ KuCoin shares [EOS/KCS]
GoCoin / KCS [EOS/KCS].
პლატფორმიდან წაიშალა შემდეგი წყვილები:
Ledger (OLT)/ Tether (USDT) [OLT/USDT]
QTUM / USDT [QTUM/USDT]
Phantasma /NEO [SOUL/NEO]
DENT /NEO [DENT/NEO]
Loom /NEO [LOOM/NEO]
Dragon Chain (DRGN)/ KCS [DRGN/KCS]
The Key (TKY)/ KCS [TKY/KCS]
Every Coin (EYC) / KCS [EYC/KCS]
Gas Coin (GAS) /KCS [GAS/KCS].
BC Focus-ის უკანასკნელი ანგარიშის თანახმად, ბირჟამ ვენჩურული კომპანია IDG Capital, Matrix Partners და Neo Global Capital-ისგან სერია A დაფინანსების რაუნდში $20 მილიონზე მეტი მოიზიდა.
მასალების მიხედვით bcfocus.com
ასევე წაიკითხეთ
Binance-ი ბირჟა WEX-თან დაკავშირებულ ყველა ანგარიშს ყინავს
Binance -მა საკამათო კრიპტოფლატფორმა World Exchange Services (WEX)-თან ირიბად დაკავშირებული ანგარიშები გაყინა. ETH-ის 93000 მონეტა ამ ბირჟაზე WEX-ის ცივი საფულიდან გადმოირიცხა. მომხმარებლები შიშობენ, რომ ეს თანხა სამუდამოდ არის დაკარგული.
სხვადასხვა კრიპტობირჟაზე ორდერების შესრულების სიქჩარის ანალიზი
ციფრული აქტივებით ვაჭრობის დროს სიჩქარეს დიდი მნიშვნელობა აქვს. ორდერების შესრულება ბაზარზე სხვაობაზე მოგებასა და ზარალს შორის წამით ადრე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. გასაკვირი არაა, რომ კრიპტოვალუტის პლატფორმა Deribit-მა ორდერების დახურვის სიქჩარის ანალიზის ჩატარება გადაწყვიტა, რათა მათ უკეთესი შედეგის დემონსტრირება მოეხდინათ. Deribit-ის გარდა ანალიზში მონაწილეობას Bitfinex-ის, Binance-ის, Coinbase-ის, Bitmex-ის და Okex-ის ბირჟები იღებდნენ.