Finance Magnets-ის ინფორმაციით Kraken-ი კერძო შეთავაზებას გეგმავს. ამერიკული კრიპტოვალუტური ბირჟა Kraken-ი შეძლებული ინვესტორებისთვის კერძო შეთავაზების ღონისძიების გატარებას განიხილავს.
ცოტა ხნის წინ კომპანია Kraken-მა საკუთარი აქციები $4 მილიარდად შეაფასა. FInance Magnates ინფორმაციით, მმართველობა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, შეზღუდული რაოდენობის კლიენტებს დამატებითი აქტივების შეძენას სთავაზობს, რომლის მინიმალური საფასური $100 000 იქნება.
ინვესტორებისთვის გაგზავნილ ელექტრონული ფოსტის წერილში ნათქვამია:
ტრანზაქციების პროცესი გარე სერვისით გაკონტროლდება, რომელიც აკრედიტებული ინვესტორების შემოწმებასა და გადახდის დოკუმენტების გაფორმებას განახორციელებს.
მონაწილეებმა დაინტერესების შემთხვევაში 16 დეკემბრამდე უნდა განაცხადონ და წინასწარ გაიარონ დეტალური შემოწმება.
Kraken-ის წარმომადგენლები ამ თემასთან დაკავშირებით ჯერ კომენტარს ვერ აკეთებს.
ამ მომენტისთვის, კომპანია ჩართულია სასამართლო პროცესში, სადაც ბრალი ედებათ, რომ მათი თანამშრომლები გარიგებაში იყვნენ ჩართულები, რათა Bitcoin Cash-ის ფორკზე კონტროლს დაუფლებოდნენ და 15 ნოემბრის ბლოკჩეინის გაყოფის შემდეგ "მისი ცენტრალიზების" მცდელობა ქონოდათ.
ჰეშ-ომი გრძელდება, კონკურენტები ერთმანეთის მიმართ ბრალდებებითა და შეურაცხყოფით იფარგლებიან. სასამართლო დავაში ასევე მონაწილეობენ Bitcoin.com-ის გენერალური დირექტორი და მისი თანადამფუძნებელი ჯიჰან ვუ.
მასალების მიხედვით cointelegraph.com
ასევე წაიკითხეთ
Coincheck-მა 2018 წლის მესამე კვარტალში დანაკლისის ზრდაზე ანგარიში გამოაქვეყნა
კრიპტოინდუსტრიის ისტორიაში განხორციელებული ყველაზე მსხვილი თავდასხმის შემდეგ, იაპონური კრიპტოვალუტური ბირჟა Coincheck-ი განაგრძობს ბრძოლას ფინანსური სტაბილურობისთვის. მიუხედავად ამისა, 2018 წლის მესამე კვარტალში კომპანიამ 5 მილიონ აშშ დოლარზე მეტი დაკარგა.
Gemini Bitcoin Cash-ს ამატებს
პოპულარულმა კრიპტოვალუტურმა პლატფორმა Gemini-მ Bitcoin Cash (BCH)-ის მხარდაჭერის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. კრიპტო-გიგანტმა ახლახანს Cboe Global Markets Inc.-თან დაამყარა პარტნიორული ურთიერთობები, რათა Bitcoin-ზე ფიუჩერსებს მიწოდება უზრუნველყოს.