აშშ-ს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე 17-18 იანვარს დაგეგმილ სამიტზე niTron ჯასტინ სანს და თანამეგობრობის სხვა წევრებს შეუერთდება. კობი ბრაიანტი ანუ „შავი მამბა“ როგორც მას ხშირად ეძახიან, სან-ფანცისკოში ჩავა რათა მოაგვაროს გარკვეული საკითხები და ჩაატაროს დემონსტრაცია, რომელსაც ჯასტინ სანი სამეწარმეო შესაძლებლობებს უწოდებს.
მოთამაშეს გულშემატკივრების ნაწილმა მოიწონა ეს ამბავი, თუმცა მეორე ნახევარი აღშფოთდა და აღნიშნა რომ სპორტსა და კრიპტოვალუტას შორის საერთო არაფერია და თავად სპორტსმენმაც კრიპტოვალუტის შესახებ არაფერი იცის.
სავარაუდოდ ჯასტინ სანს რაღაც ახალი აქვს ჩაფიქრებული. ისეთი რამ რაც ამ ორ სფეროს გააერთიანებს. გამომდინარე იქიდან, რომ კრიპტოვალუტა Tron-ის მთავარი არსი დივერსიფიკაციაში მდგომარეობს, სულაც არ არის გამორიცხული, რომ სიახლის დანერგვის ფარგლებში კომპანიამ რამე ახალი მოიფიქრა.
რეალურად ჯასტინ სანი და კობი ბრაიანტი ერთმანეთს ჯერ კიდევ 2009 წლიდან იცნობენ. ატარებს ეს ნაცნობობა მეგობრულ თუ პარტნიორულ ხასიათს - უცნობია. თუმცა ბაზარზე ბრენდის პოპულარიზაციის მიზნით ცნობილი სახეების ან სულაც სპორსმენების მოწვევა სიახლეს ნამდვილად არ წარმოადგენს.
Tron-ი ფრთებს შლის და 2019 წელს კრიპტობაზრის დაპყრობისთვის ხელიდან არც ერთ შესაძლებლობას არ უშვებს. გუშინ niTron-მა საფულე Huobi-სთან პარტნიორობის შესახებ განაცხადა, რითაც კლიენტებს TRX ტოკენების შენახვისა და გადაცვლისთვის უფრო მეტ შესაძლებლობებს სთავაზობს.
მასალების მიხედვით zycrypto.com
ასევე წაიკითხეთ
გვინეტ პელტროუ ბიტკოინს რეკლამას უკეთებს
გუშინ ტვიტერში მსახიობის გვერდზე ძალზედ უჩვეულო პოსტი გამოჩნდა. მან თავის 2.8 მილიონ მიმდევარს თავისივე კომპანიის ვებ-საიტზე ლინკზე გადასვლით, ბიტკოინებისა და კრიპტოვალუტების შესახებ სტატიის წაკითხვა შესთავაზა.
მოსაზრება: 5 სახეობის კრიპტოვალუტა და მათი განსხვავება
ყველა არსებული ციფრული ვალუტა შეგვიძლია 5 სახეობად დავყოთ. ინვესტორებისთვის ამ ტიპების განსხვავება ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან, ისინი განსაზღვრავენ რაში დებენ ინვესტიციას და საერთოდ ვის შეუძლია ინვესტიციის ჩადება.